ვარაზ-ბაკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარაზი.

ვარაზ-ბაკური, ვარაზ-ბაქარი, - ქართლის მეფე IV საუკუნის 70–80–იანი წლებში. ჩვეულებრივ აიგივებენ ამიანე მარცელინუსთან მოხსენიებულ ასფაგურთან, რომელიც 368 რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ გაამეფეს ირანელებმა. 370 ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართლის წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი.

მეფობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარაზ-ბაქარის(379-393) დროს სპარსეთის ერისთავი აოხრებს სომხეთსა და ქართლს. აშენებს ტფილისის ციხეს და მოხარკედ გახდის ვარაზ-ბაქარს. ასევე ჩამოართმევს რანს და მოვაკნეთს და მძევლად აიყვანს ფეროზის ოჯახს. კლარჯეთი უერთდება ბერძნებს და საზღვარი იწევს არსიანის მთამდე.

ვახუშტის თქმით:

ვიკიციტატა
„მეფე ესე დიდის თეოდოსის დროს იყო და ძე ბაქარისა წმინდა პეტრე მცირის თეოდოსის დროს. პირველი კონსტანტინეპოლის კრება ყოვლისა სოფლისა იყო წელსა ქრისტეს აქეთ 380 წელსა: ხოლო ვარაზ-ბაქარის მეფობის წლსა პირველსა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დ. ბაქრაძე "ვახუშტის საქართველოს ისტორია" 1885
წინამორბედი:
თრდატი
იბერიის მეფე
IV საუკუნის 70–80–იანი წლებში
შემდეგი:
ბაკურ III