ერევნის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი
ერევნის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°10′19″N 44°31′01″E / 40.172003° ჩ. გ. 44.516836° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხეთის სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
პროვინცია | ერევანი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1997-2001 წწ. |
დეტალები
| |
ტევადობა | 1 700 |
სიმაღლე (მაქს.) | 54 მეტრი |
წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი (სომხ. Սուրբ Գրիգոր Լուսավորիչ մայր եկեղեցի), ასევე, ცნობილი როგორც ერევნის კათედრალი — სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უდიდესი ტაძარი ამჟამად და სომხეთის უდიდესი კათედრალი. მდებარეობს სომხეთის დედაქალაქ ერევნის კენტრონის რაიონში (ცენტრალური რაიონი) და ითვლება სამხრეთი კავკასიის ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ ნაგებობად წმინდა სამების საკათედრო ტაძართან ერთად. ტაძარი ანდრანიკ ზორავარის მეტროსადგურის მახლობლად დგას და ერევნის მრავალი წერტილიდან ჩანს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძარი აშენდა კათოლიკოს ვაზგენ I-ის ინიციატივით. მისი მშენებლობა დაიწყო 1997 წლის 7 აპრილს კათოლიკოს გარეგინ I-ის მიერ საფუძვლის საკურთხებლად აღვლენილი წირვის შემდეგ.[1] ტაძრის კომპლექსი დააპროექტა არქიტექტორმა სტეპან კურკჩიანმა. მშენებლობა დასრულდა 2001 წელს.
საკათედრო ტაძრის ეკურთხა 2001 წლის 23 სექტემბერს სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.[1] ტაძარში განთავსებულია გრიგოლ განმანათლებლისა და წმინდა გრიგორის წმინდა ნაწილები, რომლებიც აქ იტალიიდან, ნეაპოლიდან ჩამოასვენეს. ტაძრის კურთხევიდან მალევე მას პაპი იოანე პავლე II ეწვია.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრანდიოზული კათედრალი სამი ეკლესიის შემცველი კომპლექსია: კათედრალი (მთავარი ტაძარი), რომელიც 1 700 ადამიანს იტევს, მეფე თრდატ III-სა და დედოფალ აშხენის ტაძრები (ორივე 150 აგილიანი). ამ ორმა სამეფო ფიგურამ წმინდა გრიგოლს სომხეთის გაქრისტიანების საქმეში გადამწყვეტი დახმარება გაუწია. კათედრალის შესასვლელთან დგას სამრეკლო კოშკი (რომელიც 30-ზე მეტ თაღს მოიცავს) და სასამართლო.
კომპლექსის საერთო ფართობია 3 822 კვადრატული მეტრი, ხოლო სიმაღლე მიწიდან ჯვრის წვერამდე 54 მეტრია.[2]
კომპლექსის მთავარი ტაძარი აშენდა ალექსანდრე მანუკიანისა და ლუიზა მანუკიან სიმონეს შემოწირულობებით მათი გარდაცვლილი მამის, ქველმოქმედის, მეწარმისა და AGBU-ს ყოფილი პრეზიდენტის, ალექს მანუკიანისა და მისი ცოლის მერი მანუკიანის მოსახსენებლად.[1] მეორე მხრივ, დანარჩენი ორი ეკლესია აშენდა ნაზარ და არტემის ნაზარიანებისა და ლინდა გეორქიანის, ხოლო სამრეკლო — ედუარდო ერნეკიანის შემოწირულობებით.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 http://asbarez.com/42657/louise-simone-and-richard-manougian-donate-2-million-to-yerevan-cathedral-project/ Louise Simone and Richard Manougian Donate $2 Million to Yerevan Cathedral Project
- ↑ Yerevan churches. Official Website of the Yerevan Council. ციტირების თარიღი: 2009-08-24.
|