ერევნის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერევნის ტბა

ერევნის ტბა (სომხ. Երևանի լիճ; ერევნის ზღვა, სომხ. Երևանյան լիճ ან Երևանյան ծով) — სომხეთში, ქალაქ ერევნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შექმნილი ხელოვნური ტბა. შეიქმნა 1963-1966 წლებში მდინარე რაზდანის კალაპოტის გადასაკეტად. სიმაღლე ზღვის დონიდან 908 მეტრი, ფართობი — 650 ათ. მ², საშუალო სიღრმე — 8 მ. ზამთარში იყინება.

ტბასთან ახლოს გადის ერევანი-ეჩმიაძანის გზა, ასევე ახლოსაა ამერიკის საელჩო. 1976 წლის 16 სექტემბერს ტბაში გადავარდა ტროლეიბუსი, რომელშიც 92 ადამიანი იმყოფებოდა. იქვე მყოფმა შავარშ კარაპეტიანმა მოახერხა 10 მ სიღრმეზე ჩაძირული მანქანიდან 20 ადამიანის გადარჩენა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]