კავკასიის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინსტიტუტის შენობა

კავკასიის ინსტიტუტი (სომხ.Կովկասի ինստիտուտ, ინგლ.Caucasus Institute) — არის საექსპერტო და ანალიტიკური ცენტრი, რომელიც მდებარეობს ერევანში. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური და საგანმანათლებლო ცენტრი სომხეთში და შუალოდ რეგიონში. ინსტიტუტი ატარებს პოლიტიკურ მეცნიერებათა, სოციალურ და მედიის კვლევებს, როგორც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის სფერო ასევე მოიცავს რეგიონულ კვლევას უფრო ფართო კონტექსტში [1].

ინსტიტუტი მდებარეობს ერევნის ცენტრში, დაარსდა 2002 წელს, როგორც კავკასიის მედიის ინსტიტუტი, შემდეგ კი 2008 წელს, ეწოდა კავკასიის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საზოგადოების ფართო ჩართულობის ხელშეწყობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ მიზნის მისაღწევად, ინსტიტუტი ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს, შეიმუშავებს და ეხმარება პოლიტიკის რეკომენდაციებს და ხელს უწყობს პლურალიზმისა და საზოგადოებრივი დისკურსის გაცნობიერებას.

ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს დებატებს, კვლევით სამუშაოებს, კონსულტაციებსა და პუბლიკაციებს. დებატები ტარდება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. კვლევა ავსებს ინფორმაციულ ხარვეზს, აცნობიერებს რეგიონს და მისი განვითარების პერსპექტივებს. მთელ კავკასიასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში გავრცელებული პუბლიკაციები ახალ პერსპექტივას გვთავაზობს რეგიონის პრობლემების შესახებ.

ინსტიტუტი არის როგორც ნეიტრალური და არაპოლიტიზირებული პლატფორმა რეგიონის პოლიტიკური და სოციალური განვითარების მწვავე საკითხებზე დისკუსიისთვის.

ინსტიტუტი დაარსდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. ძირითადი ტრენინგის პროგრამა 2002 წლის ოქტომბერში დაიწყო თორმეტ ასისტენტ ჟურნალისტთან სამი ქვეყნის - სომხეთის, მოლდოვისა და რუსეთის (ჩეჩნეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლებთამ ერთად. სტუდენტებმა გაიარეს კურსები და სტაჟირება ადგილობრივ მედიაში, ატარებდნენ ტრენინგებსა და პრაქტიკებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტი ერევანში იყო დაარსებული, მან რეგიონალური მასშტაბით დაიწყო მუშაობა მულტიკულტურული მიდგომის გამოყენებით. მრავალი სტაჟიორი ჩაერიცხა ინსტიტუტში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან, ასევე სტუდენტები სომხეთიდან, საქართველოდან, ბელორუსიიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, იორდანიიდან, რუსეთის სამხრეთით (ჩეჩნეთი, დაღესტანი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და ჩრდილოეთ ოსეთი).

2008 წელს ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაერქმინა ინსტიტუტისთვის „კავკასიის ინსტიტუტი“, რათა მის საქმიანობაში შესულიყო სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის თანამედროვე პოლიტიკის შესწავლა, კავკასიის რეგიონების კვლევები, ადვოკატირება და კონსულტაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]