ბუენოს-აირესის პარკი
იერსახე
ბუენოს-აირესის პარკი სომხ. Բուենոս Այրեսի այգի | |
---|---|
მდებარეობა | ![]() |
ფართობი | 2 ჰა |
დაარსდა | 2012 წ. |
მმართველი ორგანო | ერევნის საკრებულო |
ბუენოს-აირესის პარკი (სომხ. Բուենոս Այրեսի այգի) — საზოგადოებრივი პარკი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. მდებარეობს აჯაპნიაკის რაიონში, ჰალაბიან-მარგარიანის ქუჩების კვეთასთან, სომხეთის რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის მახლობლად, მდინარე რაზდანის მარცხენა ნაპირზე.
სომხეთის რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის მახლობლად მდებარე მიტოვებულ პარკს 2012 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ბუენოს-აირესის სახელი ეწოდა,[1] რომელიც ერევანთან 2000 წლიდანაა დაძმობილებული. დაახლოებით 2 ჰექტარი ფართობის მქონე პარკი ოფიციალურად 2012 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. პარკის ტერიტორიის 3 000 მ² წყლითაა დაფარული, მას, ასევე, აქვს ნახევარწრიული ფორმის ცენტრალური აუზი შადრევნებით.[2] პარკი, ასევე, უზრუნველყოფს მცირე სივრცის გარე სპორტულ ღონისძიებებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ New park at Ajapnyak to be named after Buenos Aires. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-25. ციტირების თარიღი: 2015-10-17.
- ↑ Parks in Yerevan