ვაზგენ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვაზგენ I
HisHolinessVazgenI.jpg
ეკლესია სომხური სამოციქულო ეკლესია
ინთრონიზაცია 1955
თანამდებობიდან წასვლა 1994
წინამორბედი გევორგ VI
მემკვიდრე გარეგინ I
პირადი მონაცემები
საერო სახელი ლევონ პალჩიანი
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1908
დაბადების ადგილი ბუქარესტი, რუმინეთი
გარდაცვალების თარიღი 18 აგვისტო, 1994 (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვაღარშაპატი, სომხეთი
დასაფლავების ადგილი ვაღარშაპატის დედათა მონასტერი

ვაზგენ I (სომხ. Վազգէն Ա., რუმ. Vazken Balgian, ერისკაცობაში ლევონ პალჩიანი, დ. 20 სექტემბერი, 1908 — გ. 18 აგვისტო, 1994)[1]სრულიად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქი 1955—1994 წლებში. სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში სათავეში ედგა ეკლესიას. რუმინეთში დაბადებულმა, მან თავისი კარიერა დაიწყო როგორც ფილოსოფოსმა, შემდეგ გახდა თეოლოგიის დოქტორი და ადგილობრივი სომხური სამღვდელოების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაზგენი დაიბადა ბუქარესტში სომხურ ოჯახში. მამამისი მეწაღე, ხოლო დედა სკოლის მასწავლებელი იყო. სწავლობდა სომხურ სკოლაში ოდესაში, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროს მისი მშოვლები ევაკუირებულნი იყვნენ ქვეყნიდან. შემდეგ — ბუქარესტის მისაკიან-კესიმიანის ლიცეუმში, 1924—1926 წლებში კი ბუქარესტის უმაღლეს სავაჭრო სასწავლებელში. 1929—1943 წლებში განათლება მიიღო ბუქარესტის სომხურ სკოლებში.

ის თეოლოგიით მაშინ დაინტერესდა, როცა პალჩიანი სომხურ სამოციქულო თეოლოგიას და ღვთისმეტყველებას სწავლობდა ათენში, საბერძნეთში. საბოლოოდ მან მიიღო ვარტაპედის წოდება (საეკლესიო ტიტული სომხურ სამოციქულო ეკლესიის მოქადაგეებისთვის და მასწავლებლებისთვის, მათთვის ვისაც სურდა მიეღო დოქტორის ხარისხი თეოლოგიაში). 1940-იანებში ის გახდა ეპისკოპოსი, მოგვიანებით კი სომხეთის სამოციქულო ეკლესსის არაჯნორდი (ლიდერი) რუმინეთში.

მან უდიდეს წარმატებას მიაღწია 1955 წელს, როცა აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქად, რის შედეგადაც, გახდა სომხური სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პატრიარქი. მან ეს წოდება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მისი ხანგრძლივი პატრიარქობის დროს, ის ცდილობდა განემტკიცებინა მისი ეკლესიის დამოუკიდებლობა საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის წინაშე სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში და აღედგინა რელიგიური თანასწორობა სომხეთის ნაციონალურ მთავრობასთან 1991 წელს.

იქედან მოყოლებული, ის დაკავებული იყო ძველი სომხური ეკლესიების აღდგენით და მათი რესტავრაციით. მან გადაარჩინა რამდენიმე ეკლესიის საგანძური დედათა მონასტრის ალექს მანუკიანის მუზეუმის შექმნით. ვაზგენმა გააძლიერა კონტაქტები სომხურ კათოლიკურ ეკლესიასთან. 1994 წლის 18 აგვისტოს ვაზგენ I ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. [2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vazgen I. Encyclopaedia Britannica.
  2. Wolfgang Saxon. (1994-08-19) Vazgen I, Head of Armenian Church, Dies at 85. The New York Times.