ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი

ა. სპენდიარიანის სახელობის ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისომხეთის მთავარი მუსიკალური თეატრი. გაიხსნა 1933 წელს სპენდიარიანის ოპერით „ალმასტი“. შენობა აგებულია 1926-1953 წლებში (არქიტექტორი ა. თამანიანი). სხვადასხვა დროს თეატრში მუშაობდნენ: დირიჟორები გ. ბუდაგიანი, კ. სარაჯევი, რ. სტეფანიანი, მ. თავრიზიანი, ს. ჩარექიანი; რეჟისორები — ა. ბურჯალიანი, ა. გულაკიანი, ლ. ქალანთარი; ბალეტმაისტერი — ი. არბატოვი; ქორმაისტერი — ვ. ნიკოლსკი; მხატვრები — მ. სირიანი, ს. ალაჯალოვი, მ. არითჩიანი; ოპერის მსახიობები — ა. დანიელიანი, შ. ტალიანი, ლ. ისეცკი (იოანისიანი), ა. კარატოვი, პ. ლისიციანი; ბალეტის მსახიობები — ლ. ვოინოვა-შიკანიანი, რ. თავრიზიანი, ს. სარქისიანი, გ. გეორგიანი, ზ. მურადიანი და სხვები.

თეატრის საუკეთესო დადგმებია: ოპერები - ტიგრანიანის „ანუში“ (1935) და „დავით-ბეგი“ (1950), სტეფანიანის „მამაცი ნაზარი“ (1935), „ლუსაბაცინი“ (1938), „გმირი ქალი“ (1950, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), აივაზიანის „თაფარნიკოსი“ (1938), ჩიხაჯიანის „არშაკ II“ (1945, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946), ბაბაევის „არცვაბერდი“ (1957), ტერტერიანის „ცეცხლის რკალი“ (1967) და სხვა. ბალეტები — ხაჩატურიანის „ბედნიერება“ (1939), „გაიანე“ (1947), „სპარტაკი“ (1961), ტერ-ღევონდიანის „ანაიტი“ (1940), „ხანდუტი“ (1945), „სამი პალმა“ (1964, ორივე სპენდიარიანის მუსიკაზე), ეღიაზარიანის „სევანი“ (1956), ოჰანესიანის „მარმარი“ (1957), „მარადი კერპი“ (1966), არისტაკესიანის „პრომეთე“ (1967). თეატრში აგრეთვეა საზღვარგარეთელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

1939 წელს თეატრი დააჯილდოვეს ლენინის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]