ერევნის ტელეანძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერევნის ტელეანძა

ერევნის ტელეანძა — 311,7 მ სიმაღლის სატელევიზიო ანძა ერევანში, სომხეთი. კოშკის საძირკველი სამკუთხა ფორმისაა, კონსტრუქციის საერთო წონა კი 1900 ტონაა. კოშკის მშენებლობა მიმდინარეობდა 1974-77 წლებში და მან ძველი 180 მეტრიანი ტელეანძა შეცვალა, რითაც ორჯერ გაიზარდა მისი მიმღების სიძლიერე.