ჯუხტაკვანქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუხტაკვანქი
Ջուխտակ վանք

წმინდა გრიგორის ეკლესია

ჯუხტაკვანქი — სომხეთი
ჯუხტაკვანქი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°45′00″ ჩ. გ. 44°48′00″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 44.80000° ა. გ. / 40.75000; 44.80000
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
ადგილმდებარეობა დილიჯანის მახლობლად, ტავუშის პროვინცია, დროშა: სომხეთი სომხეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი მცირე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი
თარიღდება წმინდა გრიგორის ეკლესია – XI ან XII საუკუნე
ასტვაწაწინის ეკლესია – 1201 წ. (დანგრეულია)

ჯუხტაკვანქი (სომხ. Ջուխտակ վանք) — XI ან XII საუკუნის მონასტერი სომხეთში. მდებარეობს ტავუშის პროვინციაში, დილიჯანის ეროვნული პარკის განაკაფში, 3,2 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ დილიჯანიდან, მატოსავანქის ეკლესიის მახლობლად.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი, წმინდა გრიგორის ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. აქვს ერთი პორტალი და დიდი ხნის წინ ჩამოქცეული გუმბათი. ტაძრის კედლები უცვლელად დგანან, თუმცა, ამჟამად, მეტალის კონსტრუქციებითაა შეკრული მათი დანგრევის თავიდან ასაცილებლად (კონსტრუქციები, სავარაუდოდ, 1973-1977 წლებში დაამონტაჟეს, როდესაც სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარების რამდენიმე მცდელობა იყო). წმინდა გრიგორის ეკლესია, სავარაუდოდ, XI ან XII საუკუნეშია აგებული.

მცირე, სურფ ასტვაწაწინის ეკლესია წმინდა გრიგორის ეკლესიის მახლობლად დგას და წარწერის მიხედვით, 1201 წელსაა აგებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kiesling, Brady (2005), Rediscovering Armenia: Guide, Yerevan, Armenia: Matit Graphic Design Studio
  • Brady Kiesling, Rediscovering Armenia, p. 107; original archived at Archive.org, and current version online on Armeniapedia.org.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: