გამარჯვების ხიდი (ერევანი)
გამარჯვების ხიდი Հաղթանակի կամուրջ | |
---|---|
| |
კოორდინატები | 40°10′12″ ჩ. გ. 44°30′00″ ა. გ. / 40.17000° ჩ. გ. 44.50000° ა. გ. |
ქალაქი | ერევანი |
ქვეყანა | სომხეთი |
გაიხსნა | 1945 წელს |
სიმაღლე | 34 მ. |
ადმ. ერთეული | ერევანი და კენტრონის რაიონი |
გამარჯვების ხიდი ან ჰაღტანაკის ხიდი (სომხ. Հաղթանակի կամուրջ) — თაღოვანი ხიდი სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მდინარე რაზდანზე. ერთმანეთთან აკავშირებს მაშტოცის ავენიუსა (აღმოსავლეთით) და ადმირალ ისაკოვის ავენიუს (დასავლეთით). ხიდი გაიხსნა 1945 წლის 25 ნოემბერს და ეწოდა გამარჯვების ხიდი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების აღსანიშნავად.[1]
ხიდი შედგება შვიდი თაღისაგან. იგი დააპროექტეს არქიტექტორებმა ა. მამიჯანიანმა და ა. ასატრიანმა.