ერევნის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა სამების ეკლესია
Սուրբ Երրորդություն Եկեղեցի


ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°10′28″N 44°26′33″E / 40.174338° ჩ. გ. 44.442404° ა. გ. / 40.174338; 44.442404
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
პროვინცია ერევანი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2001-2003 წწ.

წმინდა სამების ეკლესია (სომხ. Սուրբ Երրորդություն Եկեղեցի) — სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ტაძარი. აიგო 2003 წელს ერევანში, მალათია-სებასტიის რაიონში. ეკლესია წარმოადგენს VII საუკუნის ზვართნოცის საკათედრო ტაძრის მოდიფიცირებულ ასლს.

სამშენებლო სამუშაოები ერევნის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში 2001 წლის მარტში დაიწყო. ტაძარი აიგო არქიტექტორ ბაღდასარ არზუმანიანის პროექტის მიხედვით და სომხური წარმოშობის ამერიკელი ქალბატონის, ლუიზა სიმონე მანუკიანის შემოწირულობით. 2004 წლის 9 ნოემბერს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ წმინდა სამების ეკლესიის ჯვრები, ხოლო 2005 წლის 20 ნოემბერს თავად ტაძარი აკურთხა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]