ვაჰანავანქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჰანავანქი
ვაჰანავანქი — სომხეთი
ვაჰანავანქი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 39°21′04″ ჩ. გ. 46°19′55″ ა. გ. / 39.35111° ჩ. გ. 46.33194° ა. გ. / 39.35111; 46.33194
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი სიუნიქის პროვინცია
ადგილმდებარეობა კაპანი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუბათოვანი
თარიღდება 911
დეტალები

ვაჰანავანქი (სომხ. Վահանավանք) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში ქალაქ კაპანიდან დასავლეთით 7 კმ-ში. წარმოადგენდა სიუნიქის სამეფოს მთავართა განსასვენებელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჰანავანქის მონასტერი 911 წელს თავად ძაგიკ ვაჰანის უმცროსმა შვილმა ააგო[1]. წლების მანძილზე იყო სიუნიქის სამეფოს რელიგიური ცენტრი. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესია. გუმბათოვან ტაძარზე რამდენიმე წარწერაა შემონახული. მოგვიანებით, დასავლეთის მხარეს, ეკლესიას მიაშენეს პორტიკი. 1086 წელს სიუნიქის დედოფალმა შაჰანდუხტ II-მ და მისმა დამ კატამ ააგეს ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც დაკრძალულები არიან თვით და მათი შთამომავლები. მათ ასევე გადააკეთეს ტაძრის სამხრეთი შესასვლელი.

XI საუკუნით თარიღდება ეკლესიის ხაჩკარები, წარწერები, საფლავის ქვები და მონასტრის სხვა ნაგებობები. ვაჰანავანქში მდებარეობს სიუნიქის მეფეთა საგვარეულო სამარხი. აქ აღმოაჩინეს მეფე ვასაკის საფლავის ქვა (გ. 1051 წ.), აქვეა დაკრძალული გრიგოლ I აშოტიანი (გ. 1072 წ.), მეფე სერექერიმის დედა - დედოფალი სოფი (გ. 1081 წ.) და სამეფო დინასტიის სხვა წარმომადგენლები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Г. М. Григорян., Новонайденные надписи Ваанаванка , 1972, გვ., 215-229. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-30. ციტირების თარიღი: 2015-08-20.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: