მატენადარანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მატენადარანი

მატენადარანი (სომხ. Մատենադարան) — ერევანში განთავსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და მუზეუმი. ოფიციალურად ეწოდება მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტი (სომხ. Մեսրոպ Մաշտոցի անվան հին ձեռագրերի ինստիտուտ). ცნობილია როგორც ძველ ხელნაწერთა ერთ-ერთი უდიდესი საცავი მსოფლიოში. დაცული ტექსტები მეტად მრავალფეროვანია ისინი მოიცავენ ისტორიის, ფილოსოფიის, მედიცინის, ხელოვნებისა და კოსმოგრაფიის თემებს.

ისტორია[რედაქტირება]

უძველესი ცნობა ხელნაწერთა საცავის არსებობის შესახებ V საუკუნისაა. ამ პერიოდის მოღვაწე ლაზარ ფარპეცი წერს ეჩმიაძინში არსებულ წიგნსაცავზე, სადაც ბერძნული და სომხური ტექსტები ინახება.

1045 წელს ანისის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ისტორიული სომხეთის ტერიტორია საუკუნეების მანძილზე ახლო აღმოსავლეთის ძლიერ სახელმწიფოთა დაპირისპირების არეალი იყო. აღნიშნულ პერიოდში წიგნსაცავებზე მრავალგზის თავდასხმის შედეგად უამრავი ხელნაწერი განადგურდა. ერევნის სახანოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ თავდასხმები შეწყდა. 1828 წელს მატენადარანი მხოლოდ 1809 ხელნაწერს ითვლიდა, 1914 წელს მათი რიცხვი 4660-მდე გაიზარდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მთელი ფონდი მოსკოვში ინახებოდა.

ინსტიტუტის დაარსება[რედაქტირება]

ეჩმიაძინში არსებულ ხელნაწერებს, სომხეთის გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა კონფისკაცია გაუკეთეს და სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადეს. 1939 წელს ფონდი ერევანში, სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, გადაიტანეს. საბოლოოდ 1959 წელს, გადაწყდა ხელნაწერთა ინსტიტუტის დაარსება და მისთვის ცალკე შენობის გამოყოფა.

ფონდი[რედაქტირება]

მატენადარანის საცავებში ინახება დაახლოებით 17 000 ხელნაწერი. კოლექცია მნიშვნელოვანი წყაროა მეზობელი ქვეყნების ისტორიის შესასწავლად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Abgaryan, Gevork V. Մատենադարան (Matenadaran). Yerevan: Armenian State Publishing House, 1962.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]