სომხეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმი
იერსახე
სომხეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმი | |
---|---|
სომხ. Հայաստանի Պատմության Թանգարան | |
![]() მუზეუმის შენობა | |
40°10′43″ ჩ. გ. 44°30′51″ ა. გ. / 40.1787000° ჩ. გ. 44.5142000° ა. გ. | |
დაარსდა | 1919 |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | ერევანი და კენტრონის რაიონი |
სტატუსი | არქეოლოგიური |
კლასიფიკაცია | არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული |
ვიზიტორები | 10 000 |
ოფიციალური საიტი | historymuseum.am |
Lua-ს შეცდომა in package.lua at line 80: module 'Module:Infobox dim' not found. |
სომხეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმი (სომხ. Հայաստանի Պատմության Թանգարան) — მთავარი ისტორიული მუზეუმი სომხეთში. მდებარეობს ქალაქ ერევანში. მუზეუმი დაარსდა 1919 წელს სომხეთის სურათების გალერეასთან ერთად. გალერეა და მუზეუმი განთავსებულია რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ერთ შენობაში. ეროვნულ მუზეუმს უკავია კომპლექსის ორი ქვედა სართული.
მუზეუმის ექსპონატები იყოფა რამდენიმე თემატურ განყოფილებად. მუზეუმში არის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკის, ისტორიული არქიტექტურისა და სომხეთის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებები. მუზეუმში გამოფენილია მატერიალური კულტურის ძეგლები, რომლებიც აღმოჩენილია სომხეთის ტერიტორიაზე და მოიცავს პერიოდს ქვის ხანიდან XIX საუკუნემდე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: