ჰორომაირის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰორომაირის მონასტერი
ჰორომაირის მონასტერი — სომხეთი
ჰორომაირის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი ლორეს პროვინცია
ადგილმდებარეობა ოძუნი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კუპელჰალე
თარიღდება XII-XIII საუკუნე
დეტალები

ჰორომაირის მონასტერი (სომხ. Հոռոմայրի վանք) — სამონასტრო კომპლექსი სომხეთში. მდებარეობს ლორეს პროვინციის სოფელ ოძუნიდან სამხრეთით 1 კმ-ში[1].

მონასტერი აგებულია კლდეზე. ასევე კლდეზეა აშენებული სამრეკლო, რომელიც მონასტრიდან ოდნავ მოშორებით დგას[2]. მონასტერთან არის ასევე კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, ხაჩქარები, შემკულია ჩუქურთმებით. წმინდა მარკოზის სახელობის ეკლესია აგებულია ზაქარია და ივანე მხარგრძელების მიერ 1187 წელს. დანარჩენი შენობა-ნაგებობები კი ააშენა იღუმენმა სამუელმა 1206 წელს[3].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Noble, Michael Kohn, Danielle Systermans (2008). Lonely Planet Georgia Armenia & Azerbaijan. Lonely Planet. p. 201. ISBN 1-74104-477-4.
  2. Kiesling, Brady (2005). Rediscovering Armenia: Guide. Yerevan, Armenia: Matit Graphic Design Studio.
  3. Horomayri Monastery. St. Gregory of Narek.am. Thomas J. Samuelian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-26. ციტირების თარიღი: 2010-02-21.