ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 16 მაისი, 1919 |
ტიპი | საჯარო |
თანამშრომელი | 1 190 |
რექტორი | Hovhannes Hovhannisyan |
სტუდენტი | 9 850 |
ბაკალავრი | 8 500 |
მაგისტრანტი | 1 350 |
მისამართი | 1 Alek Manukyan Street, 0025, Yerevan, Armenia |
ქალაქი | ერევანი |
ქვეყანა | სომხეთი |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2] |
http://www.ysu.am |
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ესუ) (სომხ. Երևանի Պետական Համալսարան, ԵՊՀ) — საჯარო სასწავლო დაწესებულება სომხეთის დედაქალაქ ერევანში. დაარსდა 1919 წლის 16 მაისს. მოიცავს 110 ცალკეულ განყოფილებას და არის სომხეთის უდუდესი უნივერსიტეტი. 3 150 თანამშრომლიდან 1 190 არის მასწავლებელი, მათ შორის: 25 აკადემიკოსი, 130 პროფესორი, 700 დოცენტი და 360 ლექტორი. უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე 8 500 სტუდენტი სწავლობს, სამაგისტრო პროგრამაზე კი 1 350, მათ შორის 300 უცხოეთიდან.
ლექციები სომხურ ენაზე იკითხება, თუმცა უცხოელებისთვის შესაძლებელია რუსულ და ინგლისურ ენებზეც. აკადემიური წელი 1 სექტემბრიდან 30 ივნისამდე გრძელდება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1919 წლის მაისში დაარსდა, ოფიციალურად კი 1921 წლის 23 იანვარს გაიხსნა.
თავდაპირველად უნივერსიტერს „ერევნის პოპულარული უნივერსიტეტი“ ეწოდებოდა. მისი პირველი შენობა, რომელიც ყოფილ სასწავლო სემინარიის შენობაში იყო განთავსებული, ასტაფიანის (ამჟამად აბოვიანის) ქუჩაზე იყო.
ამ დროს უნივერსიტეტს მხოლოდ ორი: სოციალური და ფიზიკური ფაკულტეტები გააჩნდა. შემდგომ დაემატა აგრარარული და ტექნიკური. 1923 წელს ესუ-ს პოლიტექნიკური, სამედიცინო და პედაგოგიკური ფაკულტეტებიც შეემატა.
ერევნის საერთაშორისო უნივერსიტეტი სომხეთში „დედა უნივერსიტეტად“ იწოდება.
რეიტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგში[3], რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1394-ე ადგილს იკავებს 2000 უნივერსიტეტს შორის, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ (სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით მსოფლიოში სულ 20 000-მდე უნივერსიტეტია[4]) და ამ შედეგით უსწრებს სომხეთის ყველა სხვა უნივერსიტეტს.
სკოლები და ფაკულტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზუსტი მეცნიერებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოლოგიის ფაკულტეტი
- ქიმიის ფაკულტეტი
- ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი
- გეოგრაფიის ფაკულტეტი
- გეოლოგიის ფაკულტეტი
- მათემატიკის ფაკულტეტი
- ფიზიკის ფაკულტეტი
- რადიოფიზიკის ფაკულტეტი
- IT ტექნოლოგიების და კვლევების ფაკულტეტი
ჰუმანიტარული საგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტი
- ეკონომიკის ფაკულტეტი
- ისტორიის ფაკულტეტი
- იურიდიული ფაკულტეტი
- საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
- სოციოლოგიის ფაკულტეტი
- აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი
- ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
- რომაული და გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტი
- რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი
- მოსამზადებელი ფაკულტეტი უცხოელი სტუდენტებისთვის
ფაკულტეტების აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიზიკის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალისტების მომზადება ფიზიკისა და მათემატიკის სფეროში 1922 წლიდან დაიწყო. ფიზიკოსისა და მათემატიკოსის პროფესიების ცალკე გამოყოფა კი 1933 წელს მოხდა სომხეთში ფიზიკის განვითარების მიზნით.
1959 წელს ერთმანეთისგან უკვე ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტები გამოიყო, მიზანი კვლავ ფიზიკის განვითარება და სომხეთში ფიზიკოსების რაოდენობის გაზრდა იყო. ფიზიკის ფაკულტეტის პირველი დეკანი ნორაირ კოჩარიანი გახდა.
ფაკულტეტის გუნდი მაღალი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. სამი აკადემიკოსი, ხუთი ასოციაციის წევრი, 36 მეცნიერების დოქტორი და 80-ზე მეტი მეცნიერი ჩართულია სასწავლო პროცესში.
2006-2007 სასწავლო წლიდან ფაკულტეტი ამზადებს სტუდენტებს ფიზიკის პედაგოგებად.
სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო დანადგარით.
უნივერსიტეტს ასევე აქვს კომპიუტერების ოთახი, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან კავშირის ქონასა და მის გამოყენებაში სამეცნიერო კვლევებისას.
სხვადასხვა საერთაშორისო გრანტით და კერძო დაფინანსებებით ან სახელმწიფო ბიუჯეტით უნივერსიტეტი ბევრ პროექტს ახორციელებს ფიზიკის ფაკულტეტზე.
ამჟამად ფაკულტეტს 13 საერთაშორისო გრანტი (სულ $1.5 მილიონამდე) გააჩნია, 15 პროექტს კი სახელმწიფო ბიუჯეტი უფინანსებს.
მექანიკისა და მათემატიკის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
- მათემატიკოსი
- აქტუალური მათემატიკის სპეციალისტი
- მექანიკოსი
მათემატიკის სფეროში სპეციალისტების მომზადება ერევნის საერთაშორისო უნივერსიტეტში 1922 წელს დაიწყო ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტზე. 1933 წელს მათემატიკოსობა ცალკე გამოიყო, 1959 წელს კი მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკის ფაკულტეტს გამოეყო და ახალი მექანიკისა და მათემატიკის ფაკულტეტი შეიქმნა. 1963 წელს კიბერნეტიკული მათემატიკის სწალვა ამ ფაკულტეტზე დაიწყო, შემდგომში კი ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე გაგრძელდა.
1988 წელს მექანიკისა და მათემატიკის ფაკულტეტი ორად გაიყო, თუმცა 2007 წელს ისევ გაერთიანდა.
ამჟამად ოთხი აკადემიკოსი, ოთხი ასოციაციის წევრი, 17 მეცნიერების დოქტორი და 45 ფიზიკო-მათემატიკოსია ჩართული სასწავლო პროცესში. ფაკულტეტი სტუდენტებს სამ პროფესიაში ამზადებს: მათემატიკოსი, აქტუალური მათემატიკის სპეციალისტი და მექანიკოსი. სწავლა სამ დონეზე მიმდინარეობს: ბაკალავრი, ხელოვნების ოსტატი და მაგისტრატურა.
ფაკულტეტი ამზადებს მაღალ კვალიფიცირებულ სპეციალისტებს მათემატიკის სხვადასხვა სფეროში.
ფაკულტეტის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის, მათემატიკის ოსტატის და მათემატიკის პედაგოგის დიპლომს. მათ შეუძლიათ იმუშაონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებზე ან საშუალო სკოლაში.
ფაკულტეტი ფოკუსს აკეთებს მათემატიკური უნარების გაუნჯობესებაზე, რაც დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადია. აქტუალური მათემატიკის სპეციალობის დამატება, რომელიც აერთიანებს მათემატიკოსის, ფინანსისტის, სოციოლოგისა და ინვესტიციების მენეჯერის პროფესიებს, ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით, ელექტრო ბიბლიოთეკით და ინტერნეტით.
უნივერსიტეტს კავშირი აქვს ცნობილ მეცნიერულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტეკლოვის უნივერსიტეტი (რუსეთი), ტრირის უნივერსიტეტი (გერმანია), სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (შვედეთი), შჩმალკადენის სამეცნიერო უნივერსიტეტი (გერმანია) და სხვ.
რადიოფიზიკის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
- რადიოფიზიკოსი და ელექტრიკოსი
- ელექტრონული ფიზიკოსი
- ტელეკომუნიკაციებისა და სიგნალების განვითარების ოსტატი
ფაკულტეტი 1975 წლის ივნისში დაარსდა, ფიზიკის ფაკულტეტის ბაზაზე. კურსდამთავრებულებს აქვთ ღრმა ცოდნა ფიზიკასა და თანამედროვე ინჟინერიის სფეროში.
1975 წელს ამ ფაკულტეტის 4 ჯგუფი 371 მოსწავლეს იტევდა, 1980-იანი წლების შუაში კი მათმა რიცხვმა 650-ს მიაღწია.
დაარსების დღიდან ფაკულტეტი 2500-მდე სტუდენტმა დაამთავრა. 200 მათგანს სხვა სამეცნიერო წოდებაც აქვს, მათი უმრავლესობა წარმატებული მეცნიერი გახდა, ნაწილი კი ამავე ფაკულტეტში აგრძელებს მუშაობას.
ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
- პროგრამისტი
- გამოყენებითი მათემატიკოსი
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და გამოყენებით მათემატიკის ფაკულტეტი მოწინავეა როგორც პროგრამისტების, ისე მკვლევარ მეცნიერების გადამზადებაში.
ფაკულტეტი 1971 წელს დაარსდა. მისი კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ საკვლევ ინსტიტუტებში, ბანკებში, სახელმწიფო დაწესებულებებში და სხვ.
ქიმიის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
- ქიმიკოსი
- გამოყენებითი ქიმიკოსი
- ეკოლოგისტი
- ფარმაცევტი
ქიმიის შესწავლა უნივერსიტეტში 1921 წლიდან დაიწყო. 1927 წელს ქიმიის ფაკულტეტი ორ: ფიზიკურ და ორგანულ ქიმიად გაიყო.
ეს ფაკულტეტი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი თავისი სამეცნიერო ცენტრით.
ბიოლოგიის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
- ბიოლოგი
- ბიოფიზიკოსი
- ბიოქიმიკოსი
- ბიოინფორმატიკოსი
ბიოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს გაიხსნა, თუმცა მას შემდეგ რამდენიმეჯერ დახურეს.
ამჟამად ფაკულტეტზე 500 სტუდენტი სწავლობს, დასაქმებული პერსონალის რაოდენობა კი 130-მდე აღწევს.
გეოგრაფიისა და გეოლოგიის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
გეოგრაფიისა და გეოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს ჩამოყალიბდა, მალე ისინი ერთმანეთისგან გამიჯნეს, თუმცა 2008 წლიდან ფაკულტეტი ისევ ამ სახელით აგრძელებს არსებობას.
სტუდენტების რაოდენობა 684-ია, მათ სწავლას კი ერთი აკადემიკოსი, 7 პროფესორი, 32 პროფესორის ასისტენტი და 16 ლექტორი უზრუნველყოფს.
ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილოსოფოსი
- ფსიქოლოგი
ფაკულტეტის დაარსების პროცესი 1964 წლიდან იწყება, პირველი კურსდამთავრებულები კი 1969 წელს იყვნენ.
ფაკულტეტი რამდენიმეჯერ დააცალკევეს ან სხვა ფაკულტეტს შეუერთეს. დღევანდელი სახელწოდება კი 2008 წელს მიიღო.
სოციოლოგიის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოციოლოგი
- სოციალური მუშაკი
სოციოლოგიის ფაკულტეტი 2004 წელს შეიქმნა, მას შემდეგ რაც ერთმანეთისგან გაიმიჯნა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტები.
ფაკულტეტი გერმანიის, შვედეთის და შვეიცარიის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.
თეოლოგიის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თეოლოგი
თეოლოგიის ფაკულტეტი 1995 წლის 1 სექტემბერს დაარსდა.
ფაკულტეტზე რამდენიმე მიმართულება ისწავლება: თეოლოგია, რელიგიის ისტორია და სომხური ეკლესია (2006-2007 სასწავლო წლის შემდეგ).
ისტორიის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისტორიკოსი
- კულტუროლოგი
ეს ფაკულტეტი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსების დღიდან არსებობს, თუმცა დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადა.
სულ ფაკულტეტზე 7000-მდე სტუდენტს უსწავლია. ფაკულტეტს 2 საკვლევი ლაბორატორია გააჩნია.
პროფესიები
სომხური ფილოლოგია უნივერსიტეტის დაარსების პირველი წლიდან ისწავლება. დღეს დამოუკიდებელი ფაკულტეტები სხვადასხვა ენის ფილოლოგიისა, სწორედ მისგან წარმოიშვნენ.
სომხეთის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი სწორედ ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
პროფესიები
- რუსული ენისა და ლიტერატურის მცოდნე
ფაკულტეტზე სწავლება ორ ეტაპიანია: ბაკალავრიატი და ხელოვნების ისტატი. სწავლება სამი მიმართულებით მიმდინარეობს რუსული ლიტერატურა, ტიპოლოგია, რუსული ენა.
ამჟამად ფაკულტეტზე 80-მდე ლექტორი ასწავლის.
აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
- სპარსულის/არაბულის სპეციალისტი
- არაბისტი
- თურქისტი
ფაკულტეტი უნივერსიტეტის დაარსებისთანავე შეიქმნა, პირველი ლექტორი გევორგ ასატური იყო.
ამჟამად ფაკულტეტზე 525 სტუდენტი სწავლობს.
რომაული და გერმანული ფილოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
- ინგლისური ენა და ლიტერატურის მცოდნე
- გერმანული ენა და ლიტერატურის მცოდნე
- ფრანგული ენისა და ლიტერატურის მცოდნე
- ესპანური ენისა და ლიტერატურის მცოდნე
- იტალიური ენისა და ლიტერატურის მცოდნე
ფაკულტეტი 1991 წელს დაარსდა ფილოლოგიური ფაკულტეტის რომაული და გერმანული ენების დეპარტამეტის ბაზაზე.
ამჟამად ფაკულტეტზე დაახლოებით 200 ლექტორი ასწავლის 1700-მდე სტუდენტს.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1949 წელს დაარსდა.
ფაკულტეტზე არსებობს დისტანციური სწავლება რაც ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლის პარალელურად სხვადასხვა ადგილას გაიარონ პრაქტიკა.
ეკონომიკის ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
- ეკონომისტი
- მენეჯერი
- ფინანსებისა და ანგარიშების მენეჯერი
ეკონომისტების მომზადება ერევნის საერთაშორისო უნივერსიტეტში 1921 წლიდან დაიწყო, თუმცა ფაკულტეტი მხოლოდ 1975 წელს ჩამოყალიბდა.
ფაკულტეტს ექვსი განხრა გააჩნია რომლებზეც ჯამში 80-მდე ლექტორი ასწავლის.
იურიდიული ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
- იურისტი
იურიდიული ფაკულტეტი ერთ-ერთი უძველესია ერევნის სახელმწიიფო უნივერსიტეტში.
ფაკულტეტზე სწავლება შვიდი სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.
საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიები
- საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
- პოლიტოლოგი
- საჯარო მოხელე
ფაკულტეტი 1990 წელს დაარსდა.
საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტების სწავლაზე შვიდი დოქტორი, 23 მეცნიერი და ხუთი პროფესორი ზრუნავს.
ფილიალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოჩენილი კურსდამთავრებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარათ ალეკსანიანი — სომეხი პოლიტიკოსი და იუსტიციის მინისტრი 1996 წლიდან 1998 წლამდე.
- ალექსანდრ არზუმანიანი — სომხეთის პირველი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
- ლეონიდ აგზალდიანი — სომეხი ფსიქოლოგი და „თავისუფლების არმიის“ ერთ—ერთი დამფუძვნებელი.
- ლილით ბელუიანი — ცნობილი სომეხი ჟურნალისტი.
- კურტ კემპბელი — ამერიკელი ბიზნესმენი და დიპლომატი.
- ლევონ ჩუკასზიანი — სომხური კულტურის ისტორიკოსი და UNESCO—ს წარმომადგენელი სომხეთში.
- ნატალია მელიქიანი — სომეხი მეცნიერი, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
- ნორაირ მნაცაკანიანი — საბჭოთა სომხეთის დამსახურებული არტისტი.
- პარუირ სევაკი — სომეხი პოეტი და მწერალი.
- შაჰენ მეგრიანი — სომეხი სამხედრო მეთაური.
- სილვა კაპუტიკიანი — სომეხი პოეტი და მწერალი.
- სერგეი მერგელიანი — სომეხი მეცნიერი და მათემატიკოსი.
- სტეფან პოგოსიანი — სომეხი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი.
- სერჟ სარქისიანი — სომხეთის მესამე პრეზიდენტი.
- ვასილი შკლიანი — უკრაინელი მწერალი და პოლიტიკოსი.
- ნორაირ სისაკიანი — საბჭოთა სომხეთის ბიოქიმიკოსი და აკადემიკოსი.
- ვაგე სტეფანიანი — სომხეთის იუსტიციის მინისტრი 1990 წლიდან 1996 წლამდე.
- არამ ტერ-ღევონდიანი — სომეხი ისტორიკოსი.
- ლევონ ტერ-პეტროსიანი — სომხეთის პირველი პრეზიდენტი.
- სურენ ერემიანი — სომეხი ისტორიკოსი და კარტოგრაფი.
- ნაირი ზარიანი — საბჭოთა სომხეთის მწერალი და პოეტი, მშვიდობის დაცვის სომხური კომიტეტის თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official site - English
- Yerevan State University Trade Union დაარქივებული 2014-03-30 საიტზე Wayback Machine.
- Yerevan State University Graduate Union
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
- ↑ URAP - University Ranking by Academic Performance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2015-08-26.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-20. ციტირების თარიღი: 2015-08-26.
|