ერევნის ზოოპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერევნის ზოოპარკი

ზოოპარკის შესასვლელი
გახსნის თარიღი 1941[1]
მდებარეობა ერევანი, სომხეთი
კოორდინატები 40°11′45″ ჩ. გ. 44°33′01″ ა. გ. / 40.1959639° ჩ. გ. 44.5505139° ა. გ. / 40.1959639; 44.5505139
ცხოველების რაოდენობა 2749
სახეობების რაოდენობა 204

ერევნის ზოოპარკი (სომხ. Երևանի կենդանաբանական այգի) — 35 ჰექტარზე (86 აკრი) გაშენებული 1940 წელს დაარსებული ზოოპარკი ერევანში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევნის ზოოპარკში სამშენებლო სამუშაოები 1941-1950 წლებში მიმდინარეობდა (მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მშენებლობა შეჩერებული იყო). ზოოპარკის გეგმის ერთ-ერთი ავტორი - არქიტექტორი გრიგორ აღაბაბაიანია. ამჟამად, ზოოპარკის დირექტორის თანამდებობა რუბენ ხაჩატურიანს უკავია.

ცხოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევნის ზოოპარკში, ამჟამად 204 სახეობის 2749 ცხოველია. სამხრეთ კავკასიისა და სომხეთის ფაუნის წარმომადგენელი სახეობები ზოოპარკში არიან: მურა დათვები, ჯიხვები, გველგესლასებრნი და შავი სვავები, ხოლო ცხოველთა სხვა სახეობები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან - ლომები, ვეფხვები, აფთრები და აზიური სპილო (გრანტი).

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 14 ივნისს, ზოოპარკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა ვერტმფრენი Mi-8. დაცემის შემდეგ, ვერტმფრენი აფეთქდა, რასაც შედეგად ეკიპაჟის 3 წევრის დაღუპვა მოჰყვა. ინციდენტის შედეგად, ადგილზე არავინ დაშავებულა. ნაწილობრივ ჩამოინგრა რკინის ღობე[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.yerevanzoo.am/index.php?id=134&L=0 Yerevan Zoo Official Website. "History" subsection.
  2. Катастрофа Ми-8Т а/к Армянские авиалинии в Ереване. AirDisaster.ru. წაკითხვის თარიღი: 2015-01-26.