ერევნის კონიაკის ქარხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქარხნის ერთ-ერთი ცეხი

ერევნის კონიაკის ქარხანაალკოჰოლური სასმელების წარმოების წამყვანი საწარმო სომხეთში. დაარსდა 1887 წელს პირველი გილდიის ვაჭრის ნერსეს ტაირიანცის მიერ.

1948 წელს ერევნის ღვინო-კონიაკის ქარხნის ერევენის ღვინის კომბინატად რეორგანიზაციის შემდეგ კონიაკის სპირტისა და კონიაკის წარმოების ცეხები გაერთიანდა დამოუკიდებელ ერევნის კონიაკის ქარხანაში.

1953 წელს ახალი შენობაში გადასვლიდან ერევნის კონიაკის ქარხნის დამოუკიდებელი ისტორია იწყება. 1953-91 წლებში ქარხანა სომხეთში კონიაკის წარმოების ერთადერთი მონოპოლისტი იყო. დანარჩენ ქარხნებში მხოლოდ კონიაკის გამოყვანასა და დაძველებას ახდენდნენ, რომლის კუპაჟს თავად ერევნის კონიაკის ქარხანა აწარმოებდა. სწორედ ამ ქარხანაში მიმდინარეობდა ცნობილი სომხური კონიაკების ჩამოსხმა: ორდინარული (სამ-, ოთხ- და ხუთწლიანი) და სამარკო (”ნარჩევი”, ”საიუბილეო”, ”სომხეთი”, ”დვინი”, ”ერევანი”, ”საზეიმო”, ”ნაირი”, ”ვასპირაკანი” და ”ახტამარი”). 1991 წელს მონოპოლია კონიაკის წარმოებაზე ლიკვიდირებულ იქნა.

25 წლის განმავლობაში (1948-73) ქარხნის მთავარი ტექნოლოგი იყო მაკრაკ სედრაკიანი, სოციალისტური შრომის გმირი, დეგუსტაციის რაინდი (საფრანგეთი, 1972).

1998 წელს ქარხანა პრივატიზებულ იქნა და საერთაშორისო ჯგუფში «Pernod Ricard» გაერთიანდა. გარიგება 30 მილ. აშშ-ის დოლარი დაჯდა.

ქარხანას გააჩნია ექსკლუზიური სამარკო კონიაკების მარაგი, რომელიც ისხმება მხოლო სპეციალური შეკვეთით და საცალო გაყიდვაში არ გადის: ”ერებუნი” - 25 წლის, ”ქილიკია” - 30 წლის, ”სპარაპეტი” - 40 წლის და ”ნოეს კიდობანი” - 70 წლის.

კონიაკის რეალიზაცია მსოფლიოს 25 ქვეყანაში ხდება. ერევნის კონიაკის ქარხნის სამარკო ნიშანი რეგისტრირებულია 47 ქვეყანაში. დღემდე ქარხნის პროდუქციას ხარისხისთვის მინიჭებული აქვს: 115 ოქროს, 48 ვერცხლი და 8 ბრინჯაოს მედალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]