მაქრავანქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქრავანქი
Մաքրավանք

XIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და XI საუკუნის სამლოცველო (მარჯვნივ) სამონასტრო კომპლექსში.

მაქრავანქი — სომხეთი
მაქრავანქი
მაქრავანქი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°31′39″ ჩ. გ. 44°44′14″ ა. გ. / 40.52750° ჩ. გ. 44.73722° ა. გ. / 40.52750; 44.73722
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
პროვინცია კოტაიქი
სასულიერო სტატუსი სამონასტრო კომპლექსი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სომხური
თარიღდება X - XIII საუკუნეები
დეტალები
გუმბათი 1

მაქრავანქი (სომხ. Մաքրավանք) — სამონასტრო კომპლექსი სომხეთში. მდებარეობს სოფელ მაკრავანში, ქალაქ რაზდანის მახლობლად.[1] კომპლექსი მოიცავს XI საუკუნის ნახევრად დანგრეულ სამლოცველოს.[2]XIII საუკუნის სურბ აცვაცაცინის (ღვთისმშობლის) სახელობის გუმბათოვანი ეკლესია.[3]კომპლექსში ასევე შედის გავითი და შუა საუკუნეების სასაფლაო.[1]

არქიტექურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი სტილისაა. ჰორიზონტის ოთხივე მხარეს ვიწრო სარკმლებია განლაგებული. ტაძარზე ამოკვეთილია ბოლნისის ტიპის ჯვრები. ასეთ სტილს XI საუკუნის სამლოცველოზეც შევხვდებით. ტაძარზე არაერთი ბარელიეფია. ვხვდებით სომხურად შესრულებულ წარწერებსაც. საკურთხეველი დამზადებულია ხისგან და რამდენიმე სხვადასხვა ფერითაა შეღებილი (წითელი, მწვანე, ლურჯი და ა. შ.).

X-XI საუკუნეების პატარა სამლოცველო მარტივი ერთნავიანი ბაზილიკაა. წინა და უკანა კედელზე ვიწრო სარკმლებია. სამლოცველოს წინ გვერდი-გვერდ ორი მოზრდილი ხაჩქარი დგას. კომპლექსში ტაძრის მახლობლად მდებარე სასაფლაოც შედის. აქ ვხვდებით რამდენიმე საინტერესო ხაჩქარსა და საფლავის ქვას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Թ.Խ. Հակոբյան, Հայ ժողովրդի պատմության հիշարժան վայրերը, Երևան, 1990։ (სომხური)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 (სომხური) მურად ჰასრატიანი. Մաքրավանք (Mak'ravank'). სომხური საბჭოთა ენციკლოპედია. vol. vii. Yerevan: სომხეთის მეცნიერებათა აკადემია, 1981, pp. 370-371.
  2. Brady Kiesling, Raffi Kojian, Rediscovering Armenia: an archaeological/touristic gazetteer and map set for the historical monuments of Armenia, 2001. — გვ. 39.
  3. Nicholas Holding, Armenia: with Nagorno Karabagh, 2006. — გვ. 142, ISBN 1-84162-163-3.