შინაარსზე გადასვლა

მაშტოც აირაპეტის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაშტოც აირაპეტის ეკლესია
Map
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
რაიონი კოტაიქის პროვინცია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XII საუკუნე
მაშტოც აირაპეტის ეკლესია ვიკისაწყობში

მაშტოც აირაპეტის ეკლესია (სომხ. Մաշտոց Հայրապետ եկեղեցի) — XII საუკუნის ეკლესია სომხეთში. მდებარეობს კოტაიქის პროვინციის სოფელ გარნიში.

მაშტოც აირაპეტის (ანუ მაშტოც პატრიარქის) ეკლესია აგებულია ტუფისაგან XII საუკუნეში წარმართული სალოცავის ადგილზე. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს დგას ქვა ფრინველის გამოსახულებით, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია წარმართულ სალოცავთან. ტაძარი მცირე ზომისაა. ოთხივე ფასადზე და გუმბათის ყელზე ორნამენტებია. ეკლესიის გარშემო რამდენიმე ხაჩქარია. ეკლესიის მახლობლად სოფელ გარნიში მდებარეობს I საუკუნის წარმართული ტაძარი, სურბ-ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესია, IV საუკუნის ეკლესიის ნაშთები, მანუკ-ტუხის ეკლესიის ნანგრევები, ავუც-ტარის ეკლესია, წმინდა სერგის ეკლესია და კატრანიდე I-ის ალტარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]