ერევნის მეტროპოლიტენი
| ერევნის მეტროპოლიტენი | |
|---|---|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | |
| გახსნის თარიღი | 7 მარტი 1981 წ. |
| ხაზის სიგრძე | 12.1 კმ. |
| სადგურთა რაოდენობა | 10 |
| ხაზთა რაოდენობა | 1 |
| მგზავრები დღეში | |
| მგზავრები წელიწადში | |
| ხაზების სქემა | |
| ერევნის მეტროპოლიტენი
|
||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ბარეკამუტიუნი | ||||||||||
| მარშალი ბაგრამიანი | ||||||||||
| ერიტასარდაკანი | ||||||||||
| რესპუბლიკის მოედანი | ||||||||||
| ზორავარ ანდრანიკი | ||||||||||
| დავით სასუნცი | ||||||||||
| გორცარანაინი | ||||||||||
| შენგავითი | ||||||||||
| გარეგინ ნჟდეს მოედანი | ||||||||||
| ჩარბახი | ||||||||||
| რედ. | ||||||||||
ერევნის კარენ დემირჩიანის სახელობის მეტროპოლიტენი (სომხ. Կարեն Դեմիրճյանի անվան Երևանի Մետրոպոլիտեն) — მეტროპოლიტენის ხაზთა სისტემა ერევანში, სომხეთი. გაიხსნა 1981 წლის 7 მარტს და მოიცავს 10 სადგურს, რომლებიც ერთ ხაზზეა განლაგებული (ასევე ერთი ცალმხრივი განშტოების „შენგავიტი — ჩარბახი“ ჩათვლით). ლიანდაგების საერთო სიგრძეა 12,1 კმ. გეგმაშია კიდევ 8 სადგურის დამატება. მშენებლობა დაიწყო 1970-იანი წლების ბოლოს, თავდაპირველად მეტროტრამის სახით, შემდეგ კი მეტროპოლიტენად გადაკეთდა.
მეტროპოლიტენის ხაზს ემსახურება ერთადერთი დეპო „შენგავიტი“. ხაზზე გამოყენებულია ორვაგონიანი/სამვაგონიანი მატარებლები (ვაგონის ტიპი 81-717/714 და თბილისში მოდერნიზებული 81-717М/714М).
მოძრავი შემადგენლობის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია 2016 წლამდე მიმდინარეობდა მოსკოვის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში, 2016 წლიდან კაპ. რემონტი ხდება დეპო „შენგავიტის“ ტერიტორიაზე, ეშსქ-ს თბილისიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად. [წყარო არ არის მითითებული 1022 დღე]
სადგურების გახსნის ქრონოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 7 მარტი, 1981: „დრუჟბა“ — „დავიდ სასუნი“ („რესპუბლიკის მოედნისა“ და „მხედართმთავარი ანდრანიკის“ გარეშე)
- დეკემბერი, 1981: "რესპუბლიკის მოედანი
- 11 ივლისი, 1983: „დავიდ სასუნი“ — „ქარხნის“
- 26 დეკემბერი, 1985: „ქარხნის“ — „შენგავიტი“
- 4 იანვარი, 1987: „შენგავიტი“ — „გარეგინ ნჯეს მოედანი“
- 2 დეკემბერი, 1989: „მხედართმთავარი ანდრანიკი“
- 26 დეკემბერი, 1996: „შენგავიტი“ — „ჩარბახი“
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სადგურ რესპუბლიკის მოედანი-ს შეასსვლელი
- მატარებელი ჩერდება სადგურ იერიტასარდაკანზე
- ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის მიერ მოდერნიზებული მატარებელი (81-717М)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Yerevan Metro Track Map
- Urbanrail.net
- Metroworld
- Metrosoyuza
- Yeritasardakan Metro 3D model დაარქივებული 2012-10-19 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||||||||||||||||||||