შინაარსზე გადასვლა

ახპატის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახპატისა და სანაჰინის მონასტრები

ნშანის მთავარი ეკლესია
სტატუსი cultural heritage monument in Armenia[1] და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები სომხეთის დროშა სომხეთი | ქვეყნის დროშა2 | name = სომხეთის დროშა სომხეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 777
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 777
ინგლ.რუს.ფრ.

ახპატი (სომხ. Հաղպատ) — X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სოფელ ახპატში (სომხეთი), შემოზღუდულია გალავნით. ჩვენამდე მოღწეულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია: ნშანის მთავარი ეკლესია (967-991), რომელიც გარედან შემკულია ქტიტორების სკულპტურული გამოსახულებით, შიგნით კედლები მოხატულია (XIII-XIV სს.); გრიგორის ეკლესია (1005; გადაკეთებულია 1211) და პატარა გუმბათიანი ეკლესია ასტვაწაწინი (XII-XIII სს.); გავიტები — დიდი (გადაკეთებულია 1209), გადახურული ჯვარედინი კამარებით და ამაზასპისა (1257) — უდიდესი ოთხსვეტიანი გავიტი; სატრაპეზო (XIII ს.); წიგნთსაცავი (XIII საუკუნის III მეოთხედი); სამრეკლო (1245). გალავნის გარეთ დგას რამდენიმე სამლოცველო და ხაჩკარი.

1996 წლიდან ახპატი სანაჰინთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

  1. Wiki Loves Monuments monuments database — 2017.