მათოსავანქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მათოსავანქი
Մաթոսավանք
მათოსავანქი — სომხეთი
მათოსავანქი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°45′19″ ჩ. გ. 44°48′16″ ა. გ. / 40.75528° ჩ. გ. 44.80444° ა. გ. / 40.75528; 44.80444
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
პროვინცია ტავუში
ადგილმდებარეობა დროშა: სომხეთი სომხეთი, ტავუშის პროვინცია, დილიჯანი
სასულიერო სტატუსი ეკლესია
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სომხური
თარიღდება 1247 წელი
დეტალები

მათოსავანქი (სომხ. Մաթոսավանք) — ზომით პატარა ეკლესია დილიჯანის ეროვნულ პარკში, ქალაქ დილიჯანიდან 3 კილომეტრში. ნაგგებობა სომხური ეკლესიის ნაწილია და ტავუშის პროვინციაში მდებარეობს. ეკლესია ჯუხტაკვანქიის მონასტრის მახლობლადაა ტყით დაფარულ ტერიტორიაზე. შენობა დანგრეულია და რთულია მისი გამოკვლევა და დასკვნების გაკეთება.

მშენებლობას ავაგ ზაკარიანი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ეს ადამიანი ქართულ და სომხურ გაერთიანებულ არმიას ჩაუდგა სათავეში მუნქეს წინააღმდეგ.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა სურბ აცვაცაცინის სახელობის ეკლესია 1247 წელს აშენდა და ორი ახლომდებარე ნაგებობას მოიცავს. აშენებულია ქვებით, რომლებსაც თაბაშირი ფარავდა, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, ტაძრის ინტერიერს ქმნიდა. მთავარი დარბაზი, წიგნთსაცავის ოთახი, ჭერის გარკვეული ნაწილი და პორტიკი თითქმის შეუცვლელადაა შემონახული. სამხრეთ კედელთან, საკურთხევლის მახლობლად წიგნთსაცავი უერთდება. ექსტერიერზე წარწერაა, რომელიც ეკლესიის აშენების ისტორიას მოგვითხრობს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • .Brady Kiesling, Rediscovering Armenia, p. 107; original archived atArchive.org, and current version online on Armeniapedia.org

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: