მარმაშენის მონასტერი
იერსახე

მარმაშენის მონასტერი (სომხ. Մարմաշենի վանք) — შუა საუკუნეთა სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი სომხეთის სოფელ მარმაშენში, მდინარე ახურიანის ხეობაში. მდებარეობს შირაკის პროვინციაში, ქალაქ გიუმრიდან ჩრდილო-დასავლეთით 10 კმ-ში. აგებულია აგებულია X-XIII საუკუნეებში. კომპლექსში შედის ორი ერთმანეთის გვერდით აღმართული გუმბათოვანი დარბაზული ეკლესია, დიდი ანუ მთავარი ეკლესია (988-1029) და საძუალო ზომის ეკლესია (XI საუკუნე), მათგან სამხრეთით მდებარე ჯვაროვან-გუმბათოვანი 4-ეგვტერიანი მცირე ეკლესია (XI საუკუნე), აგრეთვე სხვა ნაგებობათა ნანგრევები. მიეკუთვნება კუპელჰალეს ნიმუშს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 447-448.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The monastery of Marmashen
- Marmashen Monastery churches დაარქივებული 2010-06-12 საიტზე Wayback Machine.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: