თუმანიანის პარკი
იერსახე
თუმანიანის პარკი სომხ. Թումանյան Այգի | |
---|---|
მდებარეობა | აჯაპნიაკის რაიონი, ერევანი, სომხეთი |
ფართობი | 7 ჰა |
დაარსდა | 1970 წ. |
მმართველი ორგანო | ერევნის საკრებულო |
თუმანიანის პარკი (სომხ. Թումանյան Այգի) — საზოგადოებრივი პარკი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. მდებარეობს აჯაპნიაკის რაიონში, ჰალაბიანის ქუჩაზე მდინარე რაზდანის ხეობაში, რაზდანის დიდ ხიდსა და თუმოს ტექნოლოგიათა შესაქმნელ ცენტრს შორის. პარკი 1970 წელს გაიხსნა. მას 7 ჰექტრის ფართობი უკავია მდინარე რაზდანის მარჯვენა სანაპიროზე. მას სახელი ცნობილი სომეხი მწერლისა და პოეტის, ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწოდა.[1]
1973 წელს პარკში თუმანიანის ოპერა ანუშის ორი მთავარი პერსონაჟის ანუშისა და საროს ქანდაკებები აღიმართა.
1986 წელს პარკში თუმანიანის კიდევ ერთი პერსონაჟის, ლორეცი საქოს ძეგლი გაიხსნა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
პარკის ხედი
-
ბავშვების სათამაშო მოედანი
-
ანუში და სარო
-
ლორეცი საქო