ზორავორის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზორავორის ღვთისმშობლის ეკლესია
Սուրբ Զորավոր Աստվածածին եկեղեցի
Surp Zoravor Astvatsatsin Church.JPG
ზორავორის ღვთისმშობლის ეკლესია (სომხეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°11′09″ ჩ. გ. 44°30′34″ ა. გ. / 40.18583° ჩ. გ. 44.50944° ა. გ. / 40.18583; 44.50944
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
რაიონი კენტრონი
ადგილმდებარეობა დროშა: სომხეთი სომხეთი, ერევანი, კენტრონის რაიონი
კურთხევის წელი 1694
სასულიერო სტატუსი ეკლესია
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი www.surbzoravor.am
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სამნავიანი ბაზილიკა
დეტალები

ზორავორის ღვთისმშობლის ეკლესია (სომხ. Սուրբ Զորավոր Աստվածածին եկեղեցի) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნგრევას გადარჩენილი ეკლესია სომხეთის დედაქალაქ ერევანში. თავდაპირველად იწოდებოდა როგორც ღვთისმშობლის ეკლესია. მოგვიანებით ეწოდა ზორავორი (ნიშნავს ძლიერს) იმ მიზეზით, რომ სწორედ ეს ადგილი ითვლება ზორავორის ბიბლიის ადგილსამყოფლად.[1] ეკლესია მდებარეობს კენტრონის რაიონში. როგორც ცნობილია ის 1694 წელს დასრულდა და დღესაც მოქმედია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის პირველ ნახევარში მოვსეს სუნეცმა ააშენა სამონასტრო კომპლექსი. კომპლექსი მოიცავდა ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესიას, წმინდა ანანიას პატივსაცემად აგებულ სამლოცველოს, პალატებსა და სხვა რამდენიმე ნაგებობას. კომპლექსში შედიოდა სასულიერო სკოლაც. ფილიპიოს I-ის (1632-1635) კათოლიკოსობის დროს მოხდა ახალი ნაგებობების აშენება, თუმცა 1679 წლის მიწისძვრამ ახალი ნაგებობი გაანადგურა.

დღევანდელი ეკლესია 1693-1694 წლებში აუშენებიათ. დაახლოებით 100 წლის შემდეგ კი გაურემონტებია კათალიკოს ლუკას I-ს.

გეგმით ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა. მთავარი დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს საკურთხეველი. ექსტერიერი და ინტერიერი გამოირჩევა სიმარტივით. ამის მიუხედავად ტაძარს მაინც ახასიათებს არქიტექტურული მრავალფეროვნება. აქ შევხვდებით დეკორატიულ სვეტებს და რამდენიმე XVII საუკუნით დათარიღებულ ხაჩქარს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესია მიუხედავობის გამო ძალიან დაზიანდა. თუმცა სოციალისტური სტრუქტურის დამხობის შემდეგ გარემონტდა როგორც ზორავორი, ასევე წმინდა ანანიას სამლოცველო და აშენდა ახალი საცხოვრებელი ბერებისათვის.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: