ნორ-ვარაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორ-ვარაგა
ნორ-ვარაგა — სომხეთი
ნორ-ვარაგა
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი ტავუშის პროვინცია
ადგილმდებარეობა ვარაგავანი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი
თარიღდება XII-XIV საუკუნე
დეტალები

ნორ-ვარაგა (სომხ. Սուրբ Գրիգոր Լուսավորիչ եկեղեցի) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს ტავუშის პროვინციის სოფელ ვარაგავანის მახლობლად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი ნორ-ვარაგა მდებარეობს მთის ტყიან ფერდუბზე, უახლოეს სოფელ ვარაგავანიდან 2 კილომეტრში. მონასტრის დამაარსებლად ითვლება ნორ-ბერდის მთავარმა დავითმა რომელიც კვირიკიდების დინასტიის წარმომადგენელი იყო. თავდაპირველად 1193—1198 წლებში ააშენა მონასტრის უძველესი ეკლესია ანაპატი და მავზოლეუმი. 1224-1237 წლებში თავად დავითის შვილმა ვასაკ II-მ ღვთისმშობლის სახელზე ააგო ეკლესია. კედელზე არსებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ მან 1253 წელს წყალსადენი ააშენა.

არქიტექტურული ანსამბლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი სომხური წარწერა მონასტრის ერთ-ერთი შესასვლელის კარის თავზე.

ეკლესია ანაპატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ანაპატი (სომხ. Անապատ եկեղեցի) აგებულია მოყვითალო ქვით, რაც საკმაოდ უცნაურია სომხური არქიტექტურისთვის (მეორე მსგავსი ქვით აგებული ტაძარია სანაინი). განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს ეკლესიის შესასვლელი, რომელიც მოჩუქურთმებულია და მის ორივე მხარეს ხაჩქარებია გამოსახული. ეკლესიის ჩრდილოეთით მავზოლეუმია, ხოლო სამხრეთით, მცირე ზომის ერთნავიანი სამლოცველო, დასავლეთით - გავიტი, კედელი და სახურავი დღემდე არ შემონახულა.

ღვთისმშობლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურბ-ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის; სომხ. Սուրբ Աստվածածին եկեղեցի) ეკლესია აგებულია 1224-1237 წლებში მონასტრის დამაარსებლის დავითის შვილის მიერ. ეკლესია გარედან მართკუთხედის ფორმისაა, მაგრამ შიგნიდან ჯვრის ფორმისაა, რადგან კუთხეებში განლაგებულია ოთხი ორსართულიანი სამლოცველო. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთის შესასვლელი შემკულია მუქი იისფერი და ღია ცისფერი ქვებით შედგენილი მოზაიკით, რომელიც გარედან მოჩუქურთმებულია სხვადასხვა მცენარეული თუ ზოომორფოლოგიური ორნამენტებით. დასავლეთის მხრიდან ეკლესიაზე მიდგმულია გავითი, რომელიც აგებულია 1237-1261 წლებში ოვანეს ტაეცის მიერ. ღვთისმშობლის ეკლესიის გუმბათი დგას ცილინდრულ ბარაბანზე. საკურთხეველი განათებულია ორი სარკმლით.

სასაფლაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრიდან ჩრდილოეთით 200 მეტრში მდებარეობს სასაფლაო და მცირე სამლოცველო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: