სომხეთის საფონდო ბირჟა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სომხეთის საფონდო ბირჟა — ერთადერთი საფონდო ბირჟა, რომელიც მოქმედებს სომხეთში. იგი დაარსდა 2001 წლის თებერვალში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს დაარსდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა კავშირი“, რომელსაც 2000 წლის ნოემბერში ეწოდა „სომხეთის საფონდო ბირჟა“. 2001 წლიდან ის ფუნქციონირებს, როგორც თვითრეგულირებადი ორგანიზაცია.

ამჟამად სომხეთის საფონდო ბირჟა ერთადერთი საფონდო ბირჟაა, რომელიც სომხეთში მოქმედებს. ამ ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა ფასიანი ქაღალდების ჩამონათვალი, ფასიანი ქაღალდებით და უცხოურ ვალუტაში სავალუტო ვაჭრობის ორგანიზება, ჩამოთვლილი კომპანიების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება და ასევე გაცვლითი ვაჭრობის შედეგების მომზადება.

2002 წლიდან ორგანიზაცია არის ევრო-აზიის საფონდო ბირჟების ფედერაციის და დსთ-ს ქვეყნების ბირჟების საერთაშორისო ასოციაციის სრული წევრი.

აღსანიშნავია, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების შესახებ“ სომხეთის კანონის შესაბამისად, ბირჟას ასევე აქვს უფლება განახორციელოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის პროცედურა.

2014 წლის 1 იანვრიდან სომხეთის მთავრობამ წამოიწყო ახალი სახელმწიფო საპენსიო პროგრამა, რომელიც 1974 წლის შემდეგ დაბადებულ ყველა თანამშრომელს აიძულებს, გამოყონ თავიანთი წლიური ხელფასის 5 პროცენტი კერძო საპენსიო ფონდებში [1].

ახალი კანონმდებლობის თანახმად, სომხეთის მთავრობამ დადო შეთანხმება სომხეთის ცენტრალურ დეპოზიტართან და სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟასთან, რომლის თანახმადაც, ამ ორგანიზაციებს დაეკისრებათ ამ ახალი საპენსიო სისტემის სავალდებულო მონაწილეთა რეესტრის პასუხისმგებლობა. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები ამ საპენსიო პროგრამებისთვის გათვალისწინებული აქტივების შეგროვებასა და სწორად განაწილებაზე [2].

ახალი საპენსიო სისტემის დანერგვის შემდეგ, AMX–მა აქტივობების დიდი შემოდინება განიცადა იმ პირობით, რომ საპენსიო ფონდის ფულის შემოდინების შემდეგ მეტი ფული შემოვა ბაზარზე [3].

საფონდო ბირჟისა და სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოა სომხეთის ცენტრალური ბანკი. ამჟამად AMX–ით ვაჭრობით გათვალისწინებულ ინსტრუმენტებად შედის აქციები, კორპორატიული ობლიგაციები, სახელმწიფო ობლიგაციები, ვალუტა, ნასყიდობის ხელშეკრულებები, კორპორაციულ ფასიან ქაღალდებზე.

ვაჭრობის საათები ყველა ბაზრისთვის არის 11:00–15:00 (ადგილობრივი სომხეთის დრო, UTC + 4). სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟა ასევე არის ISO სერთიფიცირებული, რაც უზრუნველყოფს მისი მომსახურების ხარისხს და უსაფრთხოებას [4].

სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟას მართავს სამეთვალყურეო საბჭო, აგრეთვე ადგილობრივი მენეჯმენტი. მმართველ გუნდში შედიან ჰაიკ ეგანიანი, აღმასრულებელი დირექტორი და მიქაელ ჰაირაპეტიანი, მთავარი ფინანსური დირექტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://arka.am/en/news/economy/armenia_s_president_gives_full_support_over_government_s_pension_reform/
  2. http://www.amx.am/en/cda_pension.htm[მკვდარი ბმული]
  3. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-05. ციტირების თარიღი: 2020-10-13.
  4. Newsroom - Armenia Securities Exchange. ციტირების თარიღი: 2019-08-02