შინაარსზე გადასვლა

კეჩარისი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეჩარისი
კეჩარისი — სომხეთი
კეჩარისი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი კოტაიქის პროვინცია
ადგილმდებარეობა წაღკაძორი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 1033
დეტალები

კეჩარისი (სომხ. Կեչառիս) — XI-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სომხეთში. მდებარეობს კოტაიქის პროვინციის ქალაქ წაღკაძორში[1], ისტორიულ პროვინცია აირარატში. მონასტერი მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში პამბაკის ქედის კალთებზე. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ორი სამლოცველო, გავითი და ძველი სასაფლაო XII-XIII საუკუნეების ხაჩკარებით.

კეჩარისის მონასტერი XI საუკუნეში დააარსეს ფაჰლავუნებმა. მისი მშენებლობა XIII საუკუნემდე გავრცელდა. 1033 წელს გრიგორ მაგისტროსმა წმინდა გრიგოლისა და წმინდა ნშანის ტაძარს შორის XI საუკუნეში ააგეო პატარა სამლოცველო, რომელიც მონასტრის დამაარსებლის გრიგოლ მაგისტროსის განსასვენებელი იყო. ამ ნაგებობამ დღემდე ვერ მოაღწია.

ეკლესიის გავითი ააგეს XII საუკუნეში. მთავარი ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე ხაჩქარია, ასევე დგას მცირე XI საუკუნეში აგებული სურბ-ნშანის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია. 1203-1214 წლებში თვადმა ვასაკ ხახბაკიანმა ააგო მესამე მონასტერი.

მონასტრის ეზოში მრავალი ხაჩქარია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კეჩარისის მონასტერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-27. ციტირების თარიღი: 2015-08-25.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: