თავისუფლების მოედანი (ერევანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერევნის თავისუფლების მოედანი
Ազատության հրապարակ

თავისუფლების მოედანი
წინა სახელები

თეატრის მოედანი;

ოპერის მოედანი
ქალაქი ერევანი
ქვეყანა სომხეთი
ტევადობა 50 000 ადამიანი
განახლების ღირებულება 4 მილიარდი დრამი

თავისუფლების მოედანი (სომხურად: Ազատության հրապարակ,აზათუტიან ჰრაპარაკ), ასევე ცნობილი როგორც ოპერის მოედანი ან თეატრის მოედანი (Թատերական հրապարակ, ტათერაკან ჰრაპარაკ) 1991 წლამდე, — მოედანი, რომელიც მდებარეობს ერევნის ცენტრში, სომხეთში. მოედანი ერევნის ოპერის თეატრის კომპლექსის ნაწილია, რომელიც მდებარეობს მთავარი საოპერო შენობის სამხრეთით, ოპერის პარკსა და გედების ტბას შორის. რესპუბლიკის მოედანთან ერთად, თავისუფლების მოედანი ერევნის ცენტრში ორი მთავარი მოედნიდან ერთ- ერთია. მას ესაზღვრება ოთხი ქუჩა: თუმანიანის ქუჩა, ტერიანის ქუჩა, საიათ ნოვას გამზირი და მაშტოცის გამზირი. სკვერში მწერალ ჰოვანეს თუმანიანისა და კომპოზიტორ ალექსანდრე სპენდიარიანის ქანდაკებები მდებარეობს.

პოლიტიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოედანზე დემონსტრაციების ტრადიციის გამო მას სომხეთში მოიხსენიებენ, როგორც ,,დემოკრატიის სიმბოლოს". [1]

მოედანზე შეიძლება განთავსდეს სავარაუდოდ 40,000, 42,000-45,000 და 50,000 ადამიანი.

1988 წლის ყარაბაღის მოძრაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევრად წრიული მოედანი ცნობილია სომხეთის თანამედროვე ისტორიაში გამოჩენილი როლით. ყარაბაღის მოძრაობის შემდეგ, 1988 წლის თებერვალში, თავისუფლების მოედანი გახდა პოპულარული დემონსტრაციების ცენტრი. დემონსტრაციების აღსაკვეთად მოედანი რამდენჯერმე დაიხურა 1988 წლის განმავლობაში საბჭოთა პოლიციისა და სამხედრო ძალების მიერ.[2]

არჩევნებამდელი გამოსვლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის შემდეგ მოედანი იყო ანტისამთავრობო აქციების მთავარი ადგილი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 1996, 2003, 2008 და 2013 წლებში.

სადავო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერისა და სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის ათასობით მომხრე შეიკრიბა მოედანზე და დაიწყო მიტინგები. 2008 წლის 1 მარტის გამთენიისას პოლიციამ ძალადობრივი გზით დაშალა ეს მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები და დაიხურა მოედანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. დაახლოებით 20 დღის განმავლობაში, მოედანი პოლიციისა და შეიარაღებული ძალების მიერ იყო საოკუპაციო რეჟიმში საგანგებო მდგომარეობის შესასრულებლად. ამის შემდეგ, იგი მიტინგებისთვის სამი წლის განმავლობაში დაიხურა, 2011 წლის 17 მარტამდე, სანამ ტერ-პეტროსიანის მომხრეებმა მასშტაბური მიტინგი არ მოაწყეს.[3]

2008 წლის საპროტესტო გამოსვლებისას იმდროინდელმა მთავრობამ მშვიდობიანი მომიტინგეები თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის საშუალებით დაშალა. ასევე ძალოვანმა უწყებებმა აშალეს მოედანზე გაშლილი კარვები. 24 თებერვლისთვის, მანამ სანამ მიტინგებს მთლიანად აკრძალავდნენ მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

2011 წლის სომხეთის საპროტესტო აქციები იყო სამოქალაქო დემონსტრაციების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური რეფორმებისა და დათმობებს სომხეთის მთავრობისა და ერევნის, მისი დედაქალაქის და უდიდესი ქალაქის სამოქალაქო მთავრობის მხრიდან. მომიტინგეები ითხოვდნენ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ერევნის ცენტრში თავისუფლების მოედანზე ორგანიზების უფლების ჩათვლით მათ ასევე გააპროტესტეს ერევნის მერ კარენ კარაპეტიანის აკრძალვა თავისუფლების მოედანზე გამოსვლებისა და გარე ვაჭრობის შესახებ.

მიწისქვეშა ავტოსადგომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 28 აგვისტოს[4] სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის დაწყების შესახებ მიმდებარე ქუჩების გასათავისუფლებლად, სადაც გაჩერებული მანქანები ხშირად ართულებენ მოძრაობას. ოპოზიციამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა იქ დემონსტრაციის თავიდან აცილებას, თუმცა მთავრობამ უარყო ეს ბრალდებები. 2010 წლის 24 მაისს გაიხსნა სამსართულიანი ავტოსადგომი 500-მდე ავტომობილისთვის, რომელიც ოფიციალურად გახსნეს მერმა გაგიკ ბეგლარიანმა და პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10,5 მილიონი დოლარი იყო (4 მილიარდი დრამი).[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Abrahamyan, Gayane (16 September 2010)."Symbol of freedom or reminder of violence?: Opposition, city authorities continue battle over key Yerevan square". ArmeniaNow. Retrieved 12 November 2013. The square, which is a symbol of democracy and victory going back to late Soviet times, was immediately turned into a construction site as the city began to build a huge underground parking garage.
  2. Keller, Bill (22 December 1988). "Armenia Opens To Show Capital Under Tight Lid". New York Times. Retrieved 1 April 2014. The virtually nonstop, open-air political discussions that raged outside the city's neoclassical opera house have ended. The square beside the opera house is now ringed by tanks and troops, who wear bulletproof vests at nightfall.
  3. "Armenian Opposition Reoccupies Key Square As Protests Grow In Strength". Radio Free Europe/Radio Liberty. 18 March 2011. Retrieved 27 May 2013.
  4. Ազատության հրապարակը վերադարձվեց երևանցիներին` 500-տեղանոց ավտոկանգառով. panorama.am (in Armenian). 24 May 2010. Archived from the original on 14 November 2014.
  5. "New Underground Parking Structure Inaugurated in Armenian Capital". Asbarez. 24 May 2010.