ერევნის დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეატრის შესასვლელი

გ. სუნდუკიანის სახელობის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური თეატრი (სომხ. Գաբրիել Սունդուկյանի անվան ազգային ակադեմիական թատրոն, უწინ „გ. სუნდუკიანის სახელობის ერევნის დრამატული თეატრი“) — სომხეთის წამყვანი თეატრი. შეიქმნა 1922 წელს ერევანში სომხეთის I სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. მის ბირთს შეადგენდნენ თბილისიდან ჩასული სომეხი მსახიობები. 1937 წელს მიენიჭა გ. სუნდუკიანის სახელი, 1960 — აკადემიური თეატრის წოდება. 1956 წელს დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. თეატრის დაარსების პირველ წლებში აქ მოღვაწეობდნენ მსახიობები: ჰ. აბელიანი, გ. ავეტიანი, ა. გულაკიანი, ჰასმიკი, ვ. ვაღარშიანი, რ. ნერსესიანი. წამყვანი რეჟისორები იყვნენ: ლ. ქალანთარი, ა. ბურჯალიანი, ა. გულაკიანი, კ. აჯემიანი და სხვები. დადგმებიდან აღსანიშნავია: შექსპირის „ოტელო“ (1926) და „ჰამლეტი“, ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“ (1951), პარონიანის „ძია ბაღდასარი“ (1954), გ. სუნდუკიანის „ხათაბალა“ (1927); შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“ (1939) და „ნამუსი“ (1955, დემირჭიანის „ნაპოლეონ კორკოტიანი“) (1934), ზარიანის „საცდელი მინდორი“ (1953), არაქსმანიანის „60 წელი და 3 საათი“ (1965), ბ. ლავრენოვის „რღვევა“ (1967) და სხვა.

1977 წელს დასში იყვნენ: სსრკ-ის სახალხო არტისტები: ა. ავეტისიანი, გ. ჯანიბეკიანი, ბ. ნერსესიანი, სომხეთის სახალხო არტისტები: ო. ავაქიანი, ა. არაზიანი, ა. ასრიანი და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 179, თბ., 1979