სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი
Հայաստանի Ամերիկյան Համալսարան
დაფუძნდა 1991
ტიპი კერძო
თანამშრომელი 71
პრეზიდენტი არმენ დერ კიურეგიანი
სტუდენტი 2000
მისამართი 40°11′35″ ჩ. გ. 44°30′16″ ა. გ. / 40.1932917° ჩ. გ. 44.5045167° ა. გ. / 40.1932917; 44.5045167
ქალაქი ერევანი
ქვეყანა სომხეთი
ტელეფონი +374-10-324040
კავშირები კალიფორნიის უნივერსიტეტი
სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი — სომხეთი
სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი
aua.am

სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი (საუ) (სომხ. Հայաստանի Ամերիկյան Համալսարան) — კერძო, დამოუკიდებელი სასწავლო დაწესებულება სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რომელიც 1991 წელს დაარსდა. უნივესტიტეტის გახსნის იდეა სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა. სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი არის პირველი დასავლური სტილის სასწავლო დაწესებულება სომხეთში.

უნივესტიტეტში სამაგისტრო სწავლებას მიმდონარეობს რვა ძირითადი მიმართულებით, ესენია: ბიზნეს ადმინისტრირება, სამრეწველო ინჟინერია და მართვის სესტემები, კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები, პოლიტიკური მეცნიერებები, საზოგადოერივი ჯანდაცვა, სამართალი, სამართლებლივი კვლევები და ინგლისური ენის სწავლება. 2013 წლიდან უნივერსიტეტმა დაიწყო საბაკალავრო სწავლება შემდეგი მიმართულებებით: კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესი, ინგლისური და კომუნიკაცია. სომხეთის ამერიკული უნივესტიტეტი ცდილობს სწავლა ხელმისაწვდომი გახადოს უცხოელებისთვისაც.

სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სერთიფიკატი გარემოს დაცვის სამეცნიერო-კვლევებში. სასწავლო პროგრამის არჩევისას „საუ“ ასევე სთავაზობს სტუდენტებს ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლებას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის შენობა ქალაქის ფონზე.
შენობის წინა ხედი.

1988 წელს მომხდარი სპიტაკის მიწისძვრის შემდგომ, უამრავი გეოლოგი ჩავიდა სომხეთში დასავლეთიდან, რომ დახმარებოდნენ ეპიცენტრის რეკონსტრუქციაში. 1989 წელს იური სარქისიანმა, რომელიც ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი იყო, ურჩია არმენ დერ კიურეგიანს—კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორს, რომ დასავლურ მოდელზე მორგებული ტექნიკური სასწავლებელი ხელს შეუწყობდა სომხეთში განათლების პროგრესს.

მიზანი იყო ამერიკულ მოდელზე დაფუძნებული უნივერსიტეტის დაარსება სომხეთში. დერ კიურეგიანმა და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა მირან აგბაბიანმა გადაწყვიტეს იდეის რეალიზება. ამერიკელი და სომეხი აკადემიკოსების ნაწილმა მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის კონცეფციას. იდეის ავტორებმა კი წინადადებით სომხეთის მთავრობას მიმართეს.

უნივერსიტეტის შესაქმნელად ორი ორგანიზაცია სომხეთის გენერალური საქველმოქმედო კავშირი და კალიფორნიის უნივერსიტეტი გაერთიანდა. გარდა ამისა სომხეთის მთავრობამ და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა უნივერსიტეტს, მაშინ როცა სომხეთში არც ისე სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა იყო. საჭირო თანხის დიდი ნაწილი სომხეთის გენერალურმა საქველმოქმედო ფონდმაც გაიღო. დამფუძვნებლებდა დახმარება კალიფორნიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ დავით გარდნერს სთხოვეს, რომელმაც შექმნა ჯგუფი, რომელიც იკვლევდა სომხეთში მსგავსი უნივერსიტეტის დაარსების მიზანშეწონილობას. 1990 წელს ჯგუფი სომხეთს ესტუმრა და კალიფორნიის უნივერსიტეტის სახელით მხარი დაუჭირა სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის დაარსებას. კალიფორნიის უნივერსიტეტმა ასევე ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინა დამფუძვნებლებს, გამოცდილების გაზიარებით და კადრების გადამზადებით. 1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ „საუ“-მ ფუნქციონირება დაიწყო[1]. თავდაპირველად 101 სტუდენტით. კალიფორნიის უნივერსიტეტის დახმარებით „საუ“-მ 2006 წლის აგვისტოში ამერიკიული აკრედიტაცია მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. History of the University დაარქივებული 2009-04-01 საიტზე Wayback Machine. . American University of Armenia. Accessed July 7, 2006.