შინაარსზე გადასვლა

აშტარაკის სპიტაკავორის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშტარაკის სპიტაკავორის ეკლესია
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°17′59″N 44°21′56″E / 40.299628° ჩ. გ. 44.365417° ა. გ. / 40.299628; 44.365417
რელიგიური წევრობა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIII-XIV საუკუნეები
აშტარაკის სპიტაკავორის ეკლესია ვიკისაწყობში


აშტარაკის სპიტაკავორის ეკლესია (სომხ. Սպիտակավոր եկեղեցի) — XIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ეკლესია ქალაქ აშტარაკში, არაგაწოტნის პროვინცია, სომხეთი.

ლეგენდის მიხედვით აშტარაკში ცხოვრობდა სამი და, რომელთაც ერთი და იგივე ადამიანი უყვარდათ - პრინცი სარგისი. მათ შორის ორმა უფროსმა დამ, უმცროსის სასარგებლოდ თვითმკვლელობა გადაწყვიტეს. ერთ-ერთ მათგანს ატმისფერი კაბა ეცვა, ხოლო მეორეს - წითელი. ისინი ხეობაში გადახტნენ.როდესაც ეს ამბავი უმცროსმა დამ გაიგო, ჩაიცვა თეთრი კაბა და თვითონაც გადახტა ხეობაში. ამის შემდეგ, სარგისი განდეგილი გახდა და მან ააგო სამი ეკლესია ხეობის ნაპირას, რომლებსაც შემდეგ სამი დის კაბის ფერები უწოდა.

  • Kiesling, Brady (2005), Rediscovering Armenia: Guide, Yerevan, Armenia: Matit Graphic Design Studio

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]