დევიდ ბექჰემი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხბურთი
დევიდ ბექჰემი
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
David Beckham Nov 11 2007.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი
დაბ. თარიღი 2 მაისი 1975
დაბ. ადგილი ლეიტონსტოუნი (ლონდონი), დიდი ბრიტანეთი
სიმაღლე 183[1] სმ.
პოზიცია ნახევარმცველი
ეროვ. ნაკრები 1996–2009 ინგლისი 115 (17)

დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი (ინგ. David Robert Joseph Beckham); დ. 2 მაისი 1975[2], ლეიტონსტოუნი (ლონდონი), დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი ფეხბურთელი. 2000-2006 წლებში ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო. 2005 წლის დეკემბრისთვის ბექჰემი ერთ-ერთი იყო სულ ოთხი ფეხბურთელიდან, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაში 100-ჯერ ითამაშა. ის ასევე ერთადერთი ინგლისელია, რომელსაც გოლი აქვს გატანილი სამ სხვადასხა მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბექჰემის პოპულარობა საფეხბურთო მოედანს სცილდება; მისი სახელი ასევე უკავშირდება მულტიეროვნული კომპანიების პეპსისა და აი-ბი-ემის სარეკლამო სახეს. ბეკჰემის კარიერა დაიწყო მანჩესტერ იუნაიტედში პროფესიონალური კონტრაქტის მოწერიდან, სადაც პირველად ჩნდება გუნდში 1992 წელს 17 წლის ასაკში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ კლუბის 1999 წლის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაში. 2003 წელს რეალ მადრიდში გადადის. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ინგლისის გავარდნის შემდეგ 31 წლის ასაკში ინგლისის გუნდის კაპიტნობას თავს ანებებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. David Beckham“, Soccerbase. წაკითხვის თარიღი: 9 September 2008. 
  2. David Beckham – Rise of a footballer“, BBC, 19 August 2003. წაკითხვის თარიღი: 9 September 2008.