ფუტა-ჯალონი
ფუტა-ჯალონი | |
---|---|
კოორდინატები: 11°19′03″ ჩ. გ. 12°17′23″ დ. გ. / 11.31750° ჩ. გ. 12.28972° დ. გ. | |
ქვეყანა | გვინეა |
უმაღლესი წერტილი | ლაურა |
სიმაღლე | 1538 მ |
ფუტა-ჯალონი (ფრანგ. Fouta-Djalon) — საფეხურისებრი პლატოების სისტემა დასავლეთ აფრიკაში, გვინეაში. ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან მისი სიმაღლეა 300–400 მ, ხოლო პლატოს ცენტრალური ნაწილი 800–1000 მ-მდე მაღლდება. ცალკეული მასივების სიმაღლეა 1400–1500 მ (მთა ტამგე ანუ ლაურა, 1538 მ).[1]
მეტწილად აგებულია ქვიშაქვებითა და არგილითებით, რომლებიც გარღვეულია ბაზალტებით, დიაბაზებითა და გაბროთი. ნალექები 1500 მმ-მდე წელიწადში. ფუტა-ჯალონზე სათავე აქვს დასავლეთ აფრიკის მრავალ მდინარეს, მათ შორის გამბიას, მდინარე სენეგალის ზემო დინებას — ბაფინგს, ზემო ნიგერის შენაკადებსა და სხვა, რომლებიც მიედინებიან ღრმა ხეობებში და პლატოს ცალკეულ მასივებად ანაწევრებენ. პლატოს ადგილობრივი მოსახლეობა „წყლის მამას“ უწოდებს.[2]
მარადმწვანე ნოტიო ევვატორული ტყეები მთლიანად გაჩეხილია. მოჰყავთ ფეტვი, ბრინჯი. განვითარებულია მეცხოველეობა. დასახლებულია ძირითადად ფულბე ხალხით. მთავარი სავაჭრო ქალაქია ლაბე.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fouta Djallon | Encyclopedia Britannica
- ↑ 2.0 2.1 Фута-Джаллон | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-28. ციტირების თარიღი: 2021-01-24.