ბენინ-სითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბენინ-სითი
ინგლ. Benin City
იორუბა Ìlú Benin
Areal view of the ancient city of Benin..jpg
ქალაქი ბენინ-სითი
დროშა
Flag of Nigeria.svg

ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
შტატი ედოს შტატი
კოორდინატები 5°37′59″ ჩ. გ. 6°19′59″ ა. გ. / 5.63306° ჩ. გ. 6.33306° ა. გ. / 5.63306; 6.33306
ფართობი 1204 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 1 147 188 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+1
ბენინ-სითი — ნიგერია
ბენინ-სითი

ბენინ-სითი (ინგლ. Benin City, იორუბა Ìlú Benin) — ქალაქი ნიგერიის სამხრეთში მდებარე ედოს შტატში, დაახლოებით 40 კმ-ით ჩრდილოეთით მდინარე ბენინიდან, 330 კმ-ით აღმოსავლეთით ლაგოსიდან. მოსახლეობა — 1 147 188 ადამიანი (2006 წელი).

1180-1897 წლებში ბენინ-სითი ცნობილი იყო, როგორც ილ-იბინუ. სახელი იორუბას ენაზე ნიშნავს «მწუხარეთა საცხოვრებელი», შემდეგ შეიცვალა Ubinu-თი, ხოლო პორტუგალიელებმა გადააკეთეს, როგორც ბენინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

X საუკუნეში დაარსებული ბენინი იყო ბენინის სამეფოს დედაქალაქი, რომელიც აყვავების ხანას განიცდიდა XIV საუკუნიდან XVII საუკუნემდე პერიოდში. 1485 წლის შემდეგ ბენინში გამოჩნდნენ პორტუგალიელები. XVI—XVII საუკუნეებში ქალაქი გამდიდრდა მონათა ვაჭრობით, რის შედეგადაც მთელმა რეგიონმა მიიღო მონათა ნაპირის დასახელება, ასევე ზოგიერთი ტროპიკული პროდუქტების ექსპორტით. ამ პერიოდში ქალაქი ასევე განთქმული იყო მხატვრული ხელნაკეთობებით.

ქალაქმა, ისევე როგორც მთელმა ბენინის სამეფომ, ეკონომიკური ვარდნა განიცადა 1700 წლის შემდეგ, მაგრამ XIX საუკუნეში პალმის პროდუქტებით ვაჭრობის შედეგად ის კვლავ ფეხზე დადგა. 1897 წლის 17 თებერვალს ინგლისურმა სადამსჯელო ექსპედიციამ, ადმირალ ჰარი როუსონის მეთაურობით, დაიპყრო და გადაწვა ქალაქი, გაანადგურა ბენინის სამეფოს სიმდიდრის დიდი ნაწილი.[1] გადარჩენილი ფასეულობები (ბენინის ბრინჯაო, პორტრეტული ფიგურები, ბიუსტები და რკინისაგან შექმნილი ნაკეთობანი, ნაკვეთი სპილოს ძვალი, თითბერი (პირობითად «ბრინჯაოდ» წოდებული) ინგლისელებმა თან წაიღეს და დღეისათვის გამოფენილია მსოფლიოს ბევრ მუზეუმში.

1967 წელს ქალაქი ერთი დღით გახდა თვითგამოცხადებული ბენინის რესპუბლიკის დედაქალაქი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენინ-სითი ნიგერიის რეზინის წარმოების ცენტრია. ქალაქში ასევე მდებარეობს ხე-ტყის გადამამუშავებელი და ქიმიური საწარმოები.[1] მთავარი ტრადიციული საქმიანობაა პალმის ზეთის წარმოება. განვითარებულია მხატვრული ხელსაქმეობა (ხეზე და სპილოს ძვალზე ჭრა).

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენინ-სითიში მდებარეობს ნიგერიის მთელი რიგი საუკეთესო აკადემიური დაწესებულებები, კერძოდ, ბენინის უნივერსიტეტი (University of Benin (Nigeria)), ამბროზე ალის უნივერსიტეტი (Ambrose Alli University), ბენსონ აიდაჰოსას უნივერსიტეტი (Benson Idahosa University), იგბინედიონის უნივერსიტეტი (Igbinedion University), ასევე მთელი რიგი კერძო უმაღლესი სასწავლებლები.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება ობის სასახლე (ბენინის სამეფოს მმართველი), ემოტანის სტატუა — ქალაქის მფარველი, ბენინ-სითის ეროვნული მუზეუმი. ქალაქში ტარდება სხვადასხვა მიმართულების მთელი რიგი ფესტივალები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Benin, City, Nigeria, Archived 25 April 2007 საიტზე Wayback Machine. The Columbia Encyclopedia, Sixth Edition. 2005 Columbia University Press. Retrieved 18 February 2007