პატრის ტალონი
იერსახე
| პატრის ტალონი | |
| ბენინის პრეზიდენტი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 6 აპრილი, 2016 |
| წინამორბედი | იაიი ბონი |
| დაბადებული | 1 მაისი, 1958 დაგომეა |
| შვილები | 2 |
| განათლება | დაკარის უნივერსიტეტი |
| რელიგია | კათოლიციზმი |
პატრის ტალონი (ფრანგ. Patrice Talon; დ. 1 მაისი, 1958, დაგომეა) — ბენინის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ბენინის პრეზიდენტი 2016 წლის 6 აპრილიდან.
ცნობილია „ბამბის მეფის“ სახელით, რადგან მოღვაწეობს ბამბის ბიზნესში. პატრის ტალონი იყო მოქმედი პრეზიდენტის იაიი ბონის მხარდამჭერი. მან დააფინანსა მისი 2006 და 2011 წლის საპრეზიდენტო კამპანია[1]. 2012 წელს ტალონმა მონაწილეობა მიიღო შეთქმულებაში, რომლის მიზანიც იყო პრეზიდენტის მკვლელობა. შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ იგი საფრანგეთში გაიქცა. იგი შეიწყალეს 2014 წელს[2].
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 65 % და დაამარცხა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ზინსუ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Benin heading for presidential run-off vote", France 24, 8 March 2016.
- ↑ "Benin president pardons 'poison-plot' businessman who fled to France", RFI, 15 May 2014.