არაბთა გაერთიანებული საამიროები არის ფედერაციული მოწყობის ქვეყანა, რომელიც შედგება 7 საემიროსგან (არაბ. إمارات — იმირატი მხ. რ. — إمارة — იმარა). თითოეული ემირატი წარმოადგენს მიკროსახელმწიფოს აბსოლუტური მონარქიით. არაბთა გაერთიანებული საამიროების ადმინისტრაციულ მოწყობაში უმთავრესი მომენტია თავის ტერიტორიაზე მდებარე ნახშირწყალბადის რესურსების განკარგვის უფლება — ფაქტობრივად ნავთობრსსურსების შესაბამისად განისაზღვრება ამა თუ იმ ემირატის გავლენა ქვეყნის საერთო პოლიტიკის განსაზღვრაში. ასე მაგალითად, ემირატებიდან ყველაზე მსხვილ და მდიდარ აბუ-დაბიის ემირატში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — აბუ-დაბი და ერთდროულად აბუ-დაბის ემირი წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს. დუბაის ემირი წარმოადგენს მთავრობის ხელმძღვანელს.
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა.
2 ტექნიკურად კონსტიტუციური, მაგრამ ეფექტურობით აბსოლუტური.