აჯმანის საამირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჯმანი (მრავალმნიშვნელოვანი).
საამირო
აჯმანი
إمارة عجمانّ

ქალაქი აჯმანი
დროშა გერბი

ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
დაქვემდებარება საამირო
კოორდინატები 25°25′00″ ჩ. გ. 55°30′00″ ა. გ. / 25.41667° ჩ. გ. 55.50000° ა. გ. / 25.41667; 55.50000
ამირა ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ ნუაიმი
დაარსდა 2 დეკემბერი 1971
ფართობი 260 კმ²
ცენტრის სიმაღლე 13 მეტრი
მოსახლეობა 361 160 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 1439,86 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი ajman.ae/Ar/pages/default.aspx
აჯმანის საამირო — არაბთა გაერთიანებული საამიროები
აჯმანის საამირო

აჯმანი (არაბ. إمارة عجمانّ) — არაბთა გაერთიანებული საამიროების შემადგენლობაში შემავალი შვიდი საამიროდან ერთი-ერთი. მისი ფართობი შეადგენს დაახლოებით 260 კმ², ტერიტორიის მიხედვით აჯმანი ყველაზე პატარა საამიროა. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი აჯმანი , რომელიც ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთი ესაზღვრება საამირო შარჯას.[1]

აჯმანი მდებარეობს სპარსეთის ყურის გასწვრივ. მის შემაგნელობაში ასევე შედის მასფუტი. საამიროს მოსახლეობის თითქმის 95% ცხოვრობს ქალაქ აჯმანში, რომელიც დუბაი-შარჯა-აჯმანის ტერიტორის ნაწილია. 1980 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 36 000 კაცს, თუმცა ბოლო წლების მანძილზე მოსახლეობამ საამიროში მკვეთრად იმატა. მოსახლეობის ზრდის მიზეზი მეზობელი საამიროებიდან დუბაიდან და შარჯადან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსახლეობის შემოდინებაა. აჯმანის საამიროს მართავს ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ ნუაიმი ალ ნუაიმის საგვარეულოდან. ტახტის მემკვიდრე კი არის შეიხი ამარ ბინ ჰუმაიდ ალ ნუაიმი. ბოლო წლების მანძილზე აჯმანში სამშენებლო ბუმია, საამირო მასიურ განვითარებას განიცდის.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აჯმანი (ქალაქი და საამირო) (აგს) დაარქივებული 2010-10-06 საიტზე Wayback Machine. . გამოაქვეყნა: Guide.theemiratesnetwork.com. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2011.
  2. აჯმანი - სამშენებლო ივესტორთა ახალი სამიზნე დაარქივებული 2008-01-23 საიტზე Wayback Machine. . გამოაქვეყნა: Gulf News. თარიღი: 7 სექტემბერი 2006. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი 2011.