ალბირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ალბირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ბელოთი
კოორდინატები 42°22′43″ ჩ. გ. 44°15′27″ ა. გ. / 42.37861° ჩ. გ. 44.25750° ა. გ. / 42.37861; 44.25750
ცენტრის სიმაღლე 1800
მოსახლეობა 0 კაცი (1989[1])
ეროვნული შემადგენლობა ოსები
ეთნოქორონიმი ალბირელი
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995
ალბირი — საქართველო
ალბირი
ალბირი — ერედვის მუნიციპალიტეტი
ალბირი

ალბირი[2][3]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბელოთის თემში.[4]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის პირვანდელი ქართული სახელია რბილი. ეწოდა მასთან ახლოს მდებარე რბილი კლდის გამო.[5] მოგვიანებით დასახელება გადაკეთდა ოსური მოსახლეობის მიერ: ჯერ გახდა ლბირი (ასეა შესული „კავკასიის კალენდრის“ 1910 და 1912 წლის გამოცემებში),[6][7] ხოლო შემდეგ — ალბირი.[8] 1926 წლის აღწერაში ალტერნატიულ სახელად დასახელებულია ობოლი.[9]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ჩაბარუხისწყლის (პატარა ლიახვის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1800 მეტრი, ცხინვალიდან 50 კილომეტრი, გორიდან — 75 კილომეტრი.[1][10]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრის[7] მთიანი ოსეთის მონაკვეთში.[6] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის აწრისხევის (1926 წლის აღწერით),[9] მოგვიანებით კი ბელოთის სასოფლო საბჭოში (სოფსაბჭოში).[10] ცხინვალის რაიონის შემადგენლობაში 1991 წლამდე დარჩა, მისი გაუქმების შემდე კი გორის რაიონს მიეკუთვნა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. 2006 წლიდან ერედვის მუნიციპალიტეტშია. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[11] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ოსურად ეწოდება Æлбир (ალბირ)[12] ან Сабантыхъæу (საბანთიყაუ).[13]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წელს სოფელში ცხოვრობდა 43 კაცი (უმრავლესობა ოსი),[6] 1911 წელს — 44 კაცი (ოსები).[7] 1926 წლის აღწერის მიხედვით ალბირში დასახლებული იყო 9 კომლი და 51 სული, რომელთაგან ყველა ეთნიკურად ოსი იყო.[9] 1989 წლის აღწერით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.[1]

ოსური გვარებიდან აქ ცხოვრობდნენ სლანოვები (ოს. Слантæ).[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 94, თბ., 1997 წელი.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 15, თბ., 1987.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 17, თბ., 2009.
  4. სამშენებლო ნორმების და წესების – „სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01.01-09) – დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (7 ოქტომბერი, 2009). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.
  5. პატარა ლიახვის ხეობა. კარიბჭე (9 ივლისი, 2009). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.
  6. 6.0 6.1 6.2 Кавказский календарь на 1910 годъ
  7. 7.0 7.1 7.2 Кавказский календарь на 1912 годъ
  8. ლიახვის ხეობა. კარიბჭე (14 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.
  9. 9.0 9.1 9.2 მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 186
  10. 10.0 10.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 280, თბ. 1975 წელი.
  11. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.
  12. Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии, Цхинвали, 2003. — стр. 4
  13. Ойконимия Осетии, стр. 42
  14. Гаглойты Зинæ. Ирон мыггæгтæ: Дзæуджыхъæу: Ир, 2005, 263 ф.