მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1926

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აღწერის პლაკატი

მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1926საბჭოთა კავშირის მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა, ჩატარებული 1926 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წლის მოსახლეობის საკავშირო აღწერა ჩატარდა 17 დეკემბერს. ეს იყო პირველი საკავშირო აღწერა, რომელმაც მოიცვა ქვეყნის ყველა დასახლებული პუნქტი. აღწერა წარმოებდა გამოკითხვის მეთოდით.

აღწერას ხელმძღვანელობდნენ ვ. მიხაილოვსკი და ო. კვიტკინი. აღწერის შედეგების დამუშავება დასრულდა 1932 წლის 1 სექტემბერს.

აღწერის ძირითადი ფორმები იყო: პირადი ფურცელი, ოჯახის ბარათი (მხოლოდ ქალაქის მოსახლეობისათვის), საკუთრების უწყისი. აღწერის პროგრამა შედგებოდა 14 პუნქტისა და ქვეპუნქტებისაგან: სქესი, ასაკი, ნაციონალობა, მშობლიური ენა, დაბადების ადგილი, აღწერის ადგილას ცხოვრების პერიოდი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, ფიზიკური მდგომარეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, საქმიანობის სფერო, უმუშევრობის ხანგრძლივობა, შემოსავლის წყარო. ამის გარდა საოჯახო ბარათში ინიშნებოდა ოჯახის შემადგენლობა, ცოლ-ქმრული კავშირის ხანგრძლივობა და ცხოვრების პირობები.

აღწერა დაიწყო 17 დეკემბერს და მიმდინარეობდა 2 კვირა სოფლებში და ერთი კვირა ქალაქებში. წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა 1927-1929 წლებში, ხოლო საბოლოო მონაცემები კი 56 ტომად 1928-1933 წლებში გამოცა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]