ქვემო ქლივანა
| სოფელი | |
|---|---|
|
ქვემო ქლივანა | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| თემი | არცევი |
| კოორდინატები | 42°10′57″ ჩ. გ. 44°11′59″ ა. გ. / 42.18250° ჩ. გ. 44.19972° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1080 მ |
ქვემო ქლივანა — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტის არცევის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).[1]
მდებარეობს სამების ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე აძურის (მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1080 მ-ზე, ერედვიდან 32 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1922–1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში (ღრომის სასოფლო საბჭო). ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ ოფიციალურად მიეკუთვნა გორის რაიონს, 2006 წელს — ერედვის მუნიციპალიტეტს. საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფელი არ კონტროლდებოდა. 1989 წელს ქვემო ქლივანაში იყო 11 მცხოვრები, ეთნიკურად ოსები.[2] ამჟამად სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სოფლის მიდამოებში დაზიანებული სახით შემორჩენილია XIII-XIV საუკუნეების სამეკლესიანი ბაზილიკა, ასევე შუა საუკუნეების ნაეკლესიარი. 1980-იან წლებში სოფლის მახლობლად გაითხარა ადრეანტიკური სამაროვანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 516.