მალძიგათა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
მალძიგათა | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ბელოთი |
| კოორდინატები | 42°22′26″ ჩ. გ. 44°19′51″ ა. გ. / 42.37389° ჩ. გ. 44.33083° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1870 მ |
მალძიგათა — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბელოთის თემში. მდებარეობს მდინარე ფაჩურისწყლის (პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1870 მეტრი, ცხინვალიდან 45 კილომეტრი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Мæлдзыгатæ).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 393.