ფრისი
| სოფელი | |
|---|---|
|
ფრისი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| კოორდინატები | 42°13′49″ ჩ. გ. 44°00′25″ ა. გ. / 42.23028° ჩ. გ. 44.00694° ა. გ. |
| ადრეული სახელები | ოსური ფრისი |
| ცენტრის სიმაღლე | 880 მ |
ფრისი (ყოფ. ოსური ფრისი) — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტის ერედვის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლი).
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკის ბოლოს, ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 880 მ-ზე, ერედვიდან 7 კმ-ის და ცხინვალიდან 2 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ფრისი იხსენიება იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნის მიწურული) სამაჩაბლოს სოფლებს შორის.[1] საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1922 წელს შეიყვანეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის შემადგენლობაში. საბჭოთა პერიოდში ფრისი გაიყო ორ სოფლად: აღმოსავლეთ ნაწილს ეწოდა ქართული ფრისი (შემდგომში — ზემო ფრისი), დასავლეთ ნაწილს — ოსური ფრისი (შემდგომში — ფრისი). ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ მიეკუთვნა გორის რაიონს (ბერულის თემი), 2006 წელს — ერედვის მუნიციპალიტეტს (ერედვის თემი) ფრისის სახელწოდებით. ფრისის ოსურ ნაწილზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდებოდა.
ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის აქტიურ ფაზაში ფრისში მოხდა არაერთი ტრაგიკული ფაქტი, მ. შ. 1990 წლის 3 იანვარს ქართულ ოჯახში 9 თვის ჩვილის მკვლელობა,[2] 1992 წლის 12 მაისს ერედვის ქართულ და ფრისის ოსურ მოსახლეობას შორის სისხლისმღვრელი შეტაკება,[3] 2008 წლის ივლისის ბოლოსა და აგვისტოში ფრისის სიმაღლეებიდან ქართული მოსახლეობის დაბომბვა.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1989 | 268 (ოსი 100%) | 153 | 115 |
| 2015 (არაღიარებული) | 219 (ოსი 100%) |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 404.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბაგრატიონი იოანე, ქართლ-კახეთის აღწერა (ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა), თბ, 1986. — გვ. 41.
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №4-5, 5 იანვარი, 1990 წელი. — გვ. 6.
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ №81, 14 მაისი, 1992. — გვ. 1.