ბენდერი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ბენდერი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ბიყარი |
| კოორდინატები | 42°15′36″ ჩ. გ. 44°14′06″ ა. გ. / 42.26000° ჩ. გ. 44.23500° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1280 მ |
ბენდერი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიყარის თემში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მდინარე არკინარეთის (მეჯუდის შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 1280 მეტრი, ცხინვალიდან 40 კილომეტრი, გორიდან — 38 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Бендер).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 45 მცხოვრები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 304.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 396.