კულბითი
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
კულბითი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| კოორდინატები | 42°13′35″ ჩ. გ. 44°06′10″ ა. გ. / 42.22639° ჩ. გ. 44.10278° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 980 მ |
კულბითი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ქსუისის თემში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის დასავლეთ კალთაზე. მდინარე ჭარებულის (აძურის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 980 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Къулбит).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 664.