ზემო ქერე
| სოფელი | |
|---|---|
|
ზემო ქერე | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ქსუისი |
| კოორდინატები | 42°12′57″ ჩ. გ. 44°06′48″ ა. გ. / 42.21583° ჩ. გ. 44.11333° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1040 მ |
ზემო ქერე (ოს. Земочере) — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტის ქსუისის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).[1]
მდებარეობს სამების ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1040 მ-ზე, ერედვიდან 10 კმ-ის და ცხინვალიდან 17 კმ-ის დაშორებით. ჩრდილოეთიდან ემიჯნება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს.
1922–1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში. ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ ოფიციალურად მიეკუთვნა გორის რაიონს, 2006 წელს — ერედვის მუნიციპალიტეტს. საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფელი არ კონტროლდებოდა. 1989 წელს ზემო ქერეში იყო 122 მცხოვრები, ეთნიკურად ოსები. ამჟამად სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 350.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისა და რუკის დამტკიცების შესახებ. 4 მაისი, 2025. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.