თელაგინა
| სოფელი | |
|---|---|
|
თელაგინა | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| თემი | არცევი |
| კოორდინატები | 42°10′08″ ჩ. გ. 44°15′07″ ა. გ. / 42.16889° ჩ. გ. 44.25194° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1030 მ |
თელაგინა — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტის არცევის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).[1]
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. მეჯუდის ხეობაში, ზღვის დონიდან 1030 მ სიმაღლეზე, ერედვიდან 15 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულად თელაგინას ტერიტორია ეკუთვნოდა საფალავანდო მამულს, რომელიც ტყით იყო დაფარული. XIX საუკუნის II ნახევარში აქ ოსი ხიზნები დასახლდნენ, ტყე გაჩეხეს და რამდენიმე სოფელი, მათ შორის თელაგინა გააშენეს.[2]
1922–1990 წლებში თელაგინა შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში (ღრომის სასოფლო საბჭო). ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ ოფიციალურად მიეკუთვნა გორის რაიონს, 2006 წელს — ერედვის მუნიციპალიტეტს. საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფელი არ კონტროლდებოდა. 1989 წელს თელაგინაში იყო 24 მცხოვრები, ეთნიკურად ოსები.[3]
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 22.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 644.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისა და რუკის დამტკიცების შესახებ. 4 მაისი, 2025. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
- ↑ გაზ. „სახალხო გაზეთი“, 1913, №1042. — გვ. 3.
- ↑ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის რიცხოვნობა რაიონების და უპირატესი ეროვნებების მიხედვით