შინაარსზე გადასვლა

იკორთა (ერედვის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იკორთა.
სოფელი
იკორთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი არცევი
კოორდინატები 42°09′56″ ჩ. გ. 44°09′27″ ა. გ. / 42.16556° ჩ. გ. 44.15750° ა. გ. / 42.16556; 44.15750
ცენტრის სიმაღლე 1000
მოსახლეობა 56 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
იკორთა (ერედვის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
იკორთა (ერედვის მუნიციპალიტეტი)
იკორთა (ერედვის მუნიციპალიტეტი) — ერედვის მუნიციპალიტეტი
იკორთა (ერედვის მუნიციპალიტეტი)

იკორთასოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, არცევის თემში.

მდებარეობს ორბოძალის მთის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრი. ცხინვალიდან 35 კილომეტრი.

ფეოდალურ ხანაში იკორთა იყო ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. 1732 წელს იკორთასთან ბრძოლაში მოიგერიეს ლეკი ფეოდალების თავდასხმა. 1736 წელს ქსნის ერისთავი შანშე ირანს განუდგა და იკორთის ციხეში გამაგრდა. ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა მტერი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგი დაეუფლა ციხეს. სოფლის განაპირას მდებარეობს იკორთის ტაძარი. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[2], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Уæллаг Икъорта).