ზემო ოტრევი
გარეგნობა
ზემო ოტრევი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, არცევის თემში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს შიდა ქართლის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 1055 მეტრი, ცხინვალიდან 28 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Уæллаг Отъреу).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 510.